ამერიკული კომპანია „მოდერნას“ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 ამერიკულ დოლარამდე ეღირება, – ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმა გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინის ფასი შეკვეთების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. წლის ბოლომდე „მოდერნა“ ვაქცინის 20 მილიონი დოზის გამოშვებას აპირებს. ამ ეტაპზე, კომპანიასთან მოლაპარაკებას ევროკომისიაც აწარმოებს.
წინასწარი კვლევებით, ამერიკული კომპანია Moderna-ს ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. ამასთან, გერმანული მწარმოებლის, BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინის წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ მას ვირუსისგან ადამიანების დაცვა 90%-ით შეუძლია.
კომენტარები