Moderna-მ იაპონიისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონზე მეტი დოზის მიწოდება შეაჩერა მას შემდეგ, რაც მყარი ნაწილაკებით ფლაკონების დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
Moderna-ს ცნობით, დაბინძურება, შესაძლოა, ესპანეთში მდებარე ერთ-ერთ საწარმოო ხაზში წარმოების პრობლემით ყოფილიყო გამოწვეული.
Moderna-ს განცხადებით, ის ამ საკითხის მოსაგვარებლად თავის პარტნიორთან, Takeda Pharmaceutical-თან, ასევე მარეგულირებელ ორგანოებთან იმუშავებს.
Takeda-ში აცხადებენ, რომ მათთან კონსულტაციების შემდეგ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დოზის გამოყენება გააუქმა, თუმცა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის გეგმებზე ამან მინიმალური გავლენა უნდა მოახდინოს.
ამასთან, Moderna-ში აცხადებენ, რომ უსაფრთხოებასთან ან ეფექტურობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ არსებობს.
კომენტარები