• რეკლამა
  • კონტაქტი
16:01, ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მობილიზაციას გამოქცეული რუსები საქართველოში ველოსიპედითა და ფეხით გადმოდიან

ალია ავტორი - ალია
13:15 09-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132

ლარსის გამშვებ პუნქტთან მოძრაობა პარალიზებულია. საქართველოში რუსეთის მოქალაქეები დიდი რაოდენობით შემოდიან. მათი თქმით, ისინი გამოექცნენ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც მამაკაცების ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას ეხება.

რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ისინი დეზერტირები არ არიან და უბრალოდ არ მოსწონთ ის სიტუაცია, რაც მათ ქვეყანაში ხდება. ნაწილი კი აღიარებს დეზერტირობას და ღიად ამბობს, რომ ქვეყანას სწორედ ამ მიზეზით ტოვებს.

მათი განცხადებით, რუსეთის მხარეს 30 კილომეტრიანი რიგია და ყველა მათგანს საქართველოში სურს შემოსვლა და ომისთვის თავის არიდება. ამ რიგების გამო კი, რუსი კაცები მანქანებს ტოვებენ და საქართველოში ველოსიპედით ან ფეხით შემოდიან.

„მე დეზერტირი ვარ. მობილიზაციის გამო წამოვედი რუსეთიდან. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ახლა იქ. ყველა ცდილობს ქვეყნიდან გაქცევას. 30 საათი დამჭირდა ფეხით სიარული, აქამდე რომ მომეღწია. საქართველოში ვაპირებ დარჩენას და ცხოვრებას”, – ამის შესახებ ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქემ „TV პირველს” განუცხადა.

„რაც რუსეთში ხდება, საშინელებაა. მე აიტი სპეციალისტი ვარ და რუსეთში ვცხოვრობდი. ახლა კი იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა. ვგეგმავდი მანქანით წამოსვლას, თუმცა შეუძლებელი გახდა, რადგან საშინელი რიგებია. ამიტომ, გზის გაგრძელება ფეხით მომიწია. რამდენიმე საათი დამჭირდა, რომ მოვსულიყავი საქართველოს საზღვრამდე. ჯერჯერობით, რუსი მესაზღვრეები გვაძლევენ საზღვრის კვეთის უფლებას”, – განაცხადა კიდევ ერთმა რუსეთის მოქალაქემ.

„ჩვენ დეზერტირები არ ვართ, უბრალოდ არ მოგვწონს ის, რაც ახლა ხდება რუსეთში. დიდი რიგები გამოვიარეთ. მოსკოვიდან წამოვედით და სამი დღეა მოვდივართ. მანქანით წამოვედით, მაგრამ გზა ვერ გავაგრძელეთ და ველოსიპედით წამოვედი, რადგან გაწვევა გზაში არ დამწეოდა. ცოლი დავტოვე, რომელიც რიგს ელოდება, რომ წამოვიდეს საქართველოში. ველოსიპედით დაახლოებით 10 საათი მომიწია სიარული”, – აღნიშნა კიდევ ერთმა რუსმა.

„დეზერტირები ჩვენ არ ვართ. არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში დარჩენა, იქ დასაკლავ ხორცად ყოფნა, ან მკვლელად ვიქცეთ, რომლებიც უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ არაფრის გამო”, – დასძინა „TV პირველთან” საქართველოში გამოქცეულმა რუსმა.

ცნობისთვის, უკრაინის კონტრშეტევის წარმატების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ 300 000 სამხედროს მობილიზებას მოახდენენ. მობილიზების პარალელურად კი, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმები მიმდინარეობს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფორმალური ანექსია შესაძლოა, სექტემბრის ბოლომდე მოხდეს.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

აგრეთვე, 24 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედრო სამსახურს ეხება. ახალი კანონის თანახმად, დეზერტირობა ან სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 5-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში

14:03 11-26-2025
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში

12:52 11-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved