• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მნიშვნელოვანია, ჩვენამდე მოიტანოთ ინფორმაცია – როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გაზრდილი კომუნალური გადასახადები დაგერიცხათ

ალია ავტორი - ალია
13:36 03-09-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
182

„თუ მოქალაქე ეჭვქვეშ აყენებს დარიცხული გადასახადის ოდენობას, მნიშვნელოვანია, ჩვენამდე მოიტანოს ეს ინფორმაცია,“ – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„2025 წლის დასაწყისი ჩვენი სამსახურისთვის ნამდვილად იყო საჩივრებით მასშტაბური მომართვიანობის წელი. პრეტენზიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო უსაფუძვლოდ დარიცხული გადასახადების კუთხით. ეს ეხება როგორ ბუნებრივ გაზს, ისე ელექტროენერგიას.

ბუნებრივი გაზის შემთხვევაში ბევრი განცხადება შევისწავლეთ და ინდივიდუალურად მივუდექით. გადასახადის დარიცხვის უსაფუძვლობას რამდენიმე მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს კომპანიის მხრიდან არასწორად აღებული ჩვენება ან მოშლილი აღრიცხვიანობა. ხშირ შემთხვევაში, აღრიცხვის ხელსაწყოები არის საკმაოდ ძველი, სტანდარტებს არ შეესაბამება, ვადაგასულია და ასე შემდეგ. როდესაც მომხმარებელს აქვს ეჭვი, რომ დარიცხული გადასახადი არ შეესაბამება მის მიერ მოხმარებულ რაოდენობას, აუცილებლად უნდა მოგვმართოს. არაერთ შემთხვევა გვაქვს, როცა საქმე შევისწავლეთ და აღმოჩდა, რომ აღრიცხვის ხელსაწყო იყო დაზიანებული, როს შემდეგაც მოხდა დარიცხული თანხის კორექტირება.

 

რაც შეეხება ელექტროენერგიას, ძირითადად ამ შემთხვევაშიც იგივე ვითარებაა, ერთი განსხვავებით – ელექტროენერგიის ტარიფი განსხვავებულია მოხმარებული რაოდენობის მიხედვით. თუ კომპანიამ ცდომილებით აიღო მაჩვენებელი ცდომილება 2-3 დღე რომც იყოს, ეს უკვე განსხვავებულ ტარიფს იძლევა, რადგან, ელექტროენერგიას ვიხდით საფეხურებრივი ტარიფის მიხედვით. 100 კვ.-ს მოხმარება პირველი საფეხურის ტარიფია, შემდეგ მოდის მეორე და მესამე საფეხური. ამიტომ, თუ კომპანიამ რამდენიმე დღით გადაამეტა ჩვენებას, რაც აკრძალულია და არ შეიძლება, იქ უკვე მაღალი ტარიფი გამოდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ჩვენთან საკმაოდ ბევრი განცხადება შემოვიდა. ყველა შემთხვევაში, თუ მოქალაქე ეჭვის ქვეშ აყენებს დარიცხული გადასახადის ოდენობას, მნიშვნელოვანია, ჩვენამდე მოიტანოს ეს ინფორმაცია,“ – განაცხადა გულეიშვილმა მედიაცენტრ “მთავარში“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved