• რეკლამა
  • კონტაქტი
15:30, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მნიშვნელოვანია, არ ვაღიაროთ “ოცნების” მთავრობა – შვედმა დეპუტატმა ივანიშვილის გუნდს სანქციები დაუანონსა

ალია ავტორი - ალია
18:13 12-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
556

შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, გუსტავ გეტბერგმა საქართველოში მწვავე გზავნილები ჩამოიტანა – როგორც ევროპელმა პოლიტიკოსმა “პირველებთან” განაცხადა, ახლა სანქციების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია.

გუსტავ გეტბერგის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის უკან დახევასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული პირების შავ სიაში შეყვანაზე მეტად, “ქართული ოცნების” ხელისუფლების არ აღიარებაა პრიორიტეტული.

ჩვენ სანქციებზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ახლა სანქციების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დროში მიიღებს. მაგალითად, შვედეთის მთავრობისთვის სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სანქციებთან ერთად დაფინანსების შეწყვეტაა მნიშვნელოვანი. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვაღიაროთ “ქართული ოცნების” მთავრობა.

სანქციების გარდა, ჩვენ ძალიან ბევრი ბერკეტი გვაქვს და ძალიან ბევრის გაკეთება შეგვიძლია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მსჯელობაც და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტისთვის უსაფრთხოების მხარდაჭერა”, – ამბობს შვედი დეპუტატი. 

შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მთავარ მესიჯებს აჟღერებს – “ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ არჩევნების შედეგები, “ოცნებამ” პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, საერთაშორისო სამართალს და დემოკრატიას. მათ უნდა შეწყვიტონ ქუჩაში ხალხის ცემა“.

ამასთან, გუსტავ გეტბერგი მიიჩნევს, რომ საჭიროა, EU-მ ქართველ ხალხს მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს – “ევროპა კარს არ ხურავს, მაგრამ კარს “ოცნება” ხურავს“.

აუცილებელია, ქართველ ხალხს გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ ევროპა აქ არის, ჩვენ არ ვხურავთ კარს, მაგრამ კარს “ქართული ოცნება” ხურავს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგალითად ევროპის საბჭოს, საპარლამენტო ასამბლეას, ჩვენ უნდა უარვყოთ “ოცნების” ლეგიტიმაცია და ეს უნდა მოხდეს იანვარში, საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ არჩევნების შედეგები, მათ პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, საერთაშორისო სამართალს და დემოკრატიას. მათ უნდა შეწყვიტონ ქუჩაში ხალხის ცემა. ეს არის ჩვენი მკაფიო მესიჯები”, – ამბობს გუსტავ გეტბერგი.

ამ წუთებში შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გეტბერგი მესამე სექტორთან შეხვედრას მართავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved