• რეკლამა
  • კონტაქტი
14:43, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს

ალია ავტორი - ალია
10:26 11-09-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

222 640 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება, – ამის შესახებ ვკითხულობთ „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა.

„საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 222 640 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„222 640 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია – 179 240 (80%). 40 480 ხელშეკრულება (18%) მცირე და საშუალო ბიზნესზეა გაცემული და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების მხოლოდ 0.9 %-ია გაფორმებული.

ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 17.824 მლრდ. ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 5.365 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 3.299 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (5.748 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.219 მლრდ. ლარი.

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 64 600 ლარს, სამომხმარებლო სესხის 34 300 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 142 000-ს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის მოცულობა 1 617 587 ლარს შეადგენს.

შარშანდელთან შედარებით მცირედით გაზრდილია საშუალო საპროცენტო განაკვეთები ლარში სესხებზე. სამომხმარებლო – 14.23 % (შარშან – 13.38%); იპოთეკური – 12.09% (შარშან – 11.72%). მცირედით შემცირდა განაკვეთი დოლარში – 7.71%-დან 7.45%-მდე.

ინფლაცია ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა და 5.2%-ია. ეს ძირითადად გამოწვეულია სურსათზე თითქმის 12%-იანი ფასების ზრდით. ამ ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა, თუმცა რეგულატორი ფიქრობს, რომ ფასების შემდგომი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. შიდა და საგარეო რისკების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოხერხდა.

ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას აგრძელებს. ის არ ამკაცრებს პოლიტიკას, რადგან თვლის, რომ ინფლაციის ძირითადი ნაწილი მის კონტროლს მიღმაა (სურსათი) და ფუნდამენტური ინფლაცია (საბაზო) კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, თუ მაღალი საერთო ინფლაცია გახანგრძლივდა, ეს მიდგომა შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს და საბოლოოდ მაინც მოითხოვოს გამკაცრება, რისი მზაობაც რეგულატორმა დააფიქსირა“, – აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved