• რეკლამა
  • კონტაქტი
23:17, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მნიშვნელოვანი დარღვევების გამო, სააგენტომ გერგეტის სამების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თანამშრომლობა შეუწყვიტა

ალია ავტორი - ალია
11:27 08-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გერგეტის სამების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შპს “ჯავა კონსტრაქშენთან”, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა კომპანიის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დარღვევების გამო. ამასთანავე, სააგენტომ შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრა.

“სააგენტოს მხრიდან განხორციელებული არაერთი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მნიშვნელოვანი დარღვევით მიმდინარეობდა, რის გამოც სააგენტომ შემსრულებელი არაერთხელ გააფრთხილა წერილობით და სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად წარმართვისკენ მოუწოდა. ასევე, სააგენტომ გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისს, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“ პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრა.

აღნიშნულის მიუხედავად, პროექტით განსაზღვრული ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო – ტაძარზე სახურავის მოწყობა, რომელიც შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით 2024 წლის 25 აპრილს უნდა დაწყებულიყო, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე (2024 წლის 2 აგვისტო) არ დაწყებულა და არ მომხდარა სახურავის მოწყობის სამუშაოთა წარმართვისათვის საჭირო მასალების ადგილზე მობილიზება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა შპს „ჯავა კონსტრაქშენთან“ 2024 წლის 27 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება და შემსრულებელ კომპანიას 73 680 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“, შორის 614 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2024 წლის 27 თებერვალს გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ განმეორებითი ტენდერი გერგეტის სამების რეაბილიტაციისთვის უახლოეს დღეებში გამოცხადდება.” – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

გერგეტის სამება ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარი და, ამავე დროს, ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში. ის არის ხევის მთავარი სალოცავი. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო (XIV ს.) და საბჭეო (XV ს.).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved