• რეკლამა
  • კონტაქტი
17:45, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მმკ-ს ისაკაძეს უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხზე რუსეთთან კავშირი ჰქონდა? – ფაილები

ალია ავტორი - ალია
18:26 09-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

საპატრიარქოს შესახებ გავრცელებული ფაილების მიხედვით, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მღვდელი დავით ისაკაძე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე რუსეთის საპატრიარქოს პოზიციის გამტარი და დამცველი იყო.

კერძოდ, სავარაუდოდ სუს-ის მასალაში, რომლის ავთენტიკურობა დაუდგენელია, წერია, რომ  ერთერთი პროტოდიაკვნის მეშვეობით, ისაკაძეს უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე კავშირი ჰქონდა რუსეთის საპატრიარქოსთან. 

“ისაკაძეს მისმა სულიერმა შვილმა, გერმანიაში მოღვაწე სასულიერო პირმა პროტოდიაკვანმა არჩილმა აცნობა, რომ ესაუბრა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელის მიტროპოლიტ ილარიონ ალფიევის ერთერთ მოადგილეს: “მისი განცხადებით რუსეთის საპატრიარქოში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინიის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით.”

პროტოდიაკვანის თქმით, ი. ალფიევის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ თუ საქართველოს საპატრიარქო მხარს დაუჭერს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის გადაწყვეტილებას, რუსეთის საპატრიარქო გაწყვეტს ევქარისტულ კავშირს (ლოცვებში ერთმანეთის მოხსენიება) საქართველოს საპატრიარქოსთან.

ისაკაძემ განაცხადა, რომ სინოდის სხდომამ გადაწყვიტა საქართველოს ეკლესიის ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება მას შემდეგ, რაც ბართლომეოს I ოფიციალურად მიანიჭებს ტომოსს უკრაინის ეკლესიას, ხოლო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით სინოდის წევრების უმრავლესობა მხარს უჭერენ რუსეთის საპატრიარქოს, მაგრამ არსებობს მეუფეების მცირე ჯგუფი, რომელიც ემხრობა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას”.

ფაილში ასევე წერია, რომ ისაკაძემ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე პატრიარქთან შეხვედრა მოისურვა, რაზეც უთხრეს, რომ საქართველოს საპატრიარქო არ გეგმავს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. 

“ხსენებულზე დ. ჭინჭარაულმა [ილია II-ს თანაშემწე] განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო არ გეგმავს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, ხოლო მეუფეებს გადაწყვეტილების მისაღებად ესაჭიროება დრო (დ. ჭინჭარაულმა რაიმე კომენტარისგან თავი შეიკავა, დ. ისაკაძის უწმინდესთან შეხვედრის სურვილზე).

ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მ. წ. 31 დეკემბერს ორგანიზაცია “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” სასულიერო პირები გეგმავენ მ. წ. 27 დეკემბერს სინოდის სხოდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების განსახილველად შეკრებას ამავე ორგანიზაციის იდეოლოგ სასულიერო პირ დეკანოზ ბასილ ანთაძესთან სოფელ ძალაანთხევში მდებარე `წმ. ბასილ დიდის სახელობის მამათა მონასტერში”. 

სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო ფაილები ინტერნეტსივრცეში დღეს, 13 სექტემბერს გავრცელდა. 

წყარო – ფორმულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved