ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის, საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები ერთი საათია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში, პოლიციელები ჩხრეკას ატარებენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ბერიძის სახლში სამართალდამცავების შესვლა თბილისში, საბურთალოზე ანასტასია შატალოვას მკვლელობას უკავშირდება.
ცნობილია, რომ 25 წლის ქალს ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდა.
შატალოვა გვიან ღამით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები