• რეკლამა
  • კონტაქტი
09:03, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მკვლელობა რუსეთმა დაავალა, ბრალდებულის მოკვლაც უნდოდათ” – ხმაურიანი პროცესი გერმანიაში

ალია ავტორი - ალია
15:13 10-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ბერლინში დღეს, 7 ოქტომბერს ფედერალური მიწის უმაღლესი სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა საქართველოს მოქალაქე, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე, რომელიც გერმანიის დედაქალაქში ერთი წლის წინ მოხდა. სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა ბრალდების ტექსტი წაიკითხა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ფედერალური პროკურატურა რუსეთის მოქალაქეს, 55 წლის ვადიმ სოკოლოვს (იგი ცნობილია, აგრეთვე, როგორც ვადიმ კრასიკოვი) ბერლინის პარკში მაყუჩიანი პისტოლეტით ჩადენილ მკვლელობაში სდებს ბრალს.

დავალება „მსხვერპლის ლიკვიდაცია“ ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისგან მიიღო, განაცხადა პროკურორმა რონალდ გეორგმა (Ronald Georg). მკვლელობა განხორციელდა „მზაკვრული მეთოდით, ანგარებიანი მიზნებით ან სხვა ქვენა განზრახვებით“, – აღნიშნა ბრალმდებელმა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა შენგენის ვიზის მისაღებად და გერმანიის ტერიტორიაზე შესაღწევად ყალბი პასპორტი გამოიყენა. 2019 წლის აგვისტოში იგი მოსკოვიდან პარიზში ჩავიდა, იქიდან – ვარშავაში, ვარშავიდან კი – ბერლინში გადავიდა. გერმანიის დედაქალაქში იგი ველოსიპედით უკნიდან მიუახლოვდა მსხვერპლს, რომელიც არაფერს ეჭვობდა, თავიდან ხანგოშვილს პისტოლეტ Glock-იდან ესროლა სხეულის ზედა ნაწილში, ხოლო მას შემდეგ, რაც მსხვერპლი მიწაზე დაეცა, 2-ჯერ ესროლა თავში. გაქცევის მცდელობისას სავარაუდო დამნაშავე დააკავეს, – აღნიშნა პროკურორმა.

ამასთანავე, მოსამართლემ მიუთითა, რომ გერმანიის ხელისუფლებისთვის უცნობია მკვლელობის მთავარი ფიგურანტის ნამდვილი გვარი და სახელი, ამიტომ პროცესზე ბრალდებულს მიმართავენ, როგორც „ბატონო ეჭვმიტანილო“. ყველაფერს, რაც სასამართლო პროცესებზე ითქმება, რუსულ ენაზე ორი თარჯიმანი გადათარგმნის.

პირველი სხდომა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ხვალ, 8 ოქტომბერს ხანგოშვილის მკვლელობის მოწმეებს დაკითხავენ.

პროცესი უსაფრთხოების ზომების უმკაცრესი დაცვით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე გასაიდუმლოებულ იზოლატორში იმყოფება, სადაც იგი 2019 წლის დეკემბერში გადაიყვანეს – მას შემდეგ, რაც გერმანიის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ ბერლინის იზოლატორში მყოფი ბრალდებულის ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

საქართველოს მოქალაქე, პანკისელი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, ტირგარტენის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. სავარაუდო მკვლელი, მოწმეების ჩვენების წყალობით, იმავე დღეს დააკავეს.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე იყო, ერთ-ერთი საველე მეთაური, რომელზეც მოსკოვს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით ცხოვრობდა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა.

ზელიმხან ხანგოშვილს ადრეც დაესხნენ თავს – 2015 წლის 28 მაისს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მანქანიდან ესროლეს. ხანგოშვილს ოთხი ტყვია მხარსა და ხელში მოხვდა. მას ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ამ ფაქტზე არავინ დაუკავებიათ. თავდასხმას თავად ხანგოშვილი რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სპეციალური დაცვის გამოყოფას ითხოვდა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოგვიანებით მან საქართველო დატოვა და უცხოეთში წავიდა.

nostal.ge

თეგები: ზელიმხან ხანგოშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved