• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მკვლელობა პოლიციელის იარაღიდან – 31 წლის კაცის მკვლელობის დეტალები

ალია ავტორი - ალია
20:05 06-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ზესტაფონში სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. “კურიერის” ინფორმაციით, მოკლული ხარაგაულში მცხოვრები 31 წლის ვანო ბანცაძეა. ის პროფესიით მექანიკოსი იყო.

ვანო ბანცაძე ზესტაფონში მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა, სუფრასთან დაპირისპირება მოხდა, რომელიც მკვლელობით დასრულდა. ამ ეტაპზე უცნობია, იცნობდა თუ არა მოკლული მამაკაცს, რომელმაც იარაღიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ვანო ბანცაძეს სამართალდამცავის კუთვნილი იარაღიდან ესროლეს. მედიის ცნობით, მკვლელობა დანაშაულის იარაღის მფლობელი პოლიციელის ბიძამ ჩაიდინა, რომელიც უკვე დაკავებულია.

საქართველოს პროკურატურამ ზესტაფონში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელია, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემას ედავებიან. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

დაკავებულია კიდევ ორი პირი, ერთი, რომელმაც გულმკერდის არეში ესროლა ვანო ბანცაძეს და მეორე – ვინც სამხილების გადამალვა სცადა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved