• რეკლამა
  • კონტაქტი
14:50, კვირა, 22 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მკითხავმა, “ჯადოს მოხსნის” პირობით, ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორს 17 500 დოლარი გამოსძალა

ალია ავტორი - ალია
22:05 02-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,109

თბილისში, ალექსეევკის დასახლებაში ზოია ლუპაშენკოს ყველა იცნობს. 35 წლის ქალმა სახელი მკითხაობით გაითქვა. აქ ყველამ იცის ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალს პოლიციამ ხელბორკილები დაადო. „რუსთავი 2“- ის ინფორმაციით, ის კლიენტისგან თაღლითური გზით 17 500 დოლარის გამოძალვაშია მხილებული, თუმცა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 35 წლის ბრალდებულს, სახლში 10 შვილი ჰყავს.

„კურიერმა“ თბილისში ცნობილ მკითხავს საცხოვრებელ მისამართზე მიაკითხა. ის კამერებთან არ ჩნდება. სატელეფონო საუბარში კი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და თანხა, რომელიც კლიენტისგან აიღო მხოლოდ ჯადოს მოსახსნელად სჭირდებოდა.

ზოია ლუპაშენკოს უდანაშაულობაში დარწმუნებულია მისი ოჯახი. ირწმუნებიან, რომ მას წინასწარმეტყველების უნარი შთამომავლობით გადმოეცა. თაღლითობაში ბრალდებულის ძმა “რუსთავი 2-თან” საქმის დეტალებზე ჰყვება. ამბობს, რომ მის დას კლიენტმა დიდი ოდენობით თანხა საკუთარი სურვილით გადასცა.

“ჩემი და არაფერში დამნაშავე არ არის.  არ გაძარცვა და ძალით არ გამოართვა. უბრალოდ აიღო და ამ ქალმა მისცა – ჩემმა დამაც აიღო.  უნდა შეელოცა ჩემს დას და შეულოცა კიდევაც, მაგრამ ეს ქალი, რაღაც, ვერ დაკმაყოფილდა მაგით. მივიდა პოლიციის განყოფილებაში და უჩივლა. ჩემს დას 10 შვილი ჰყავს და მისახედი ჰყავს ეს ბავშვები, ეგეც არ გაითვალისწინეს,”- აცხადებს ნიკა ლუპაშენკო.

სისხლის სამართლის საქმე პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს, რის გამოც “რუსთავი 2” დაზარალებულის ვინაობას არ ასაჯაროებს. “კურიერი პიესმა” მისი ჩვენება მოიპოვა. მსხვერპლი თავად იხსენებს, თუ როგორ ენდო ზოია ლუპაშენკოს.

“მე ვარ მორწმუნე მართლმადიდებელი. ადრე, სანამ ამ ქალბატონს შევხვდებოდი, მკითხავები საერთოდ არ მაინტერესებდა, მაგრამ მან რაც მითხრა დაემთხვა ჩემს მდგომარეობას, რის გამოც მის მიმართ გამიჩნდა ნდობა და ინტერესი… მითხრა, რომ ჯადოს მოსახსნელად დასჭირდებოდა ფული და ძვირფასეულობა. მე მას ამ მიზნით გადავეცი 12 500 დოლარი და ოქროულობა, ჯამში 17 500 დოლარის ოდენობით. მას შემდეგ ის კონტაქტზე აღარ გამოდიოდა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა” – წერს ჩვენებაში დაზარალებული.

თაღლითობის მსხვერპლი ჩვენებაში, ასევე, ჰყვება, რომ მკითხავს ოჯახში არსებული პრობლემების გამო მიაკითხა. დაზარალებული ქალი ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორია.

პირადი პრობლემების გადასაჭრელად მკითხავთან მისული პროფესორი, საბოლოოდ, დიდი აფერის მსხვერპლი აღმოჩნდა. ფულთან ერთად საქმეში ოქროს ნივთებიც ფიგურირებს. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ ძვირფასეულობაც და თანხაც, ჯამში 17 500 დოლარის ოდენობით, ზოია ლუპაშენკოს მხოლოდ დროებით, ჯადოს მოსახსნელად სჭირდებოდა.

ახლა 35 წლის ბრალდებული მოსამართლის განაჩენს ელოდება. თაღლითობის დადასტურების შემთხვევაში 10 შვილის დედას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved