• რეკლამა
  • კონტაქტი
17:36, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მხოლოდ ქუთაისლების იმედითაც ნუ დარჩებით ახლა, ხოხბებო, თქვე ჩემა ” – გუჯა ბიძია

ალია ავტორი - ალია
14:26 10-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
514

ფეისბუქმომხმარებელი გუჯა ბიძია  კვლავ ” თბილისობის”და საპატიო თბილისელობის  თემაზე  წერს:

 

“ნაღდად არ მეგონა ასე თუ გამიტყდებოდა, მე, არათბილისელ კაცს, ეს,..

ეს, რა დავარქვა, არ ვიცი, აღარც მინდა კიდევ ვახსენო ამ თბილისობის ქათმური ამბები.
აგერ, მესამე დღეა ისედაც ვაგინებ, და დავცინი ყველას, ვინც თავზე გადასვრას გაუჩუმდა, ან გააპრავა, და იმიტომ, რომ სისტემის კარმუშკაზე არიან მიბმულნი სამსახურებით, ბიზნესით, ატნაშენიებით, პირადად ისინი, ან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, ნაცნობები, და ამიტომაც არიან ჩუმად.
და ამ სიჩუმეს პრადვინუტობით ნიღბავენ, თუმცა ისიც კი არ იციან, საიდან გაიყარონ პერო.
ასეთებს სიტყვით მაინც უნდა გაულაწუნო,
თან მეცოდებიან, მაინც, ისინიც, და რასაც ვწერ, ვშლი მერე.
და გამოდის, რომ მაინც მაწუხებს მე მათი შეურაცხყოფა, მით უმეტეს იმათგან, სკამებზე რომ არიან მოკალათებულნი, და ფულის გამო რომ ასვრიან თავზე ქალაქს.
მაწუხებს მე, თორე არ გამიტარებია აქ ბავშვობა, არ მისწავლია, არ მიმუშავნია, ათიოდე წლის წინ ჩამოვედი მხოლოდ, და რა თქმა უნდა, შუმი ქუთაისელი ვარ და დავრჩები მუდამ, მაგრამ რაც უფრო მაწუხებს აქ რაღაც, მით უფრო ჩემი ხდება ეს ქალაქი.
დღეს არ მოსულა ეს მიხვედრა, და მე ის დღეც მახსოვს, ჯერ კიდევ 15 წლის ლაწირაკი, რა თვალებით დავდიოდი ამ ქალაქში და ვფიქრობდი, თუ რა დიდები, დიდები, აუუ, რა უსაშველოდ დიდები დააბიჯებდნენ აქ, ერთ დროს.
და მერე რა, რო მათ შემდეგ უამრავჯერ გამოიცვალა ქვაფენილი რუსთაველზე, მთაწმინდაზეც, უნივერსიტეტთანაც მერამდენედ გადააგეს ასფალტი, და ვინ იცის, რამდენმა ბომჟმა მიაფსა იქნებ იმ ადგილს, სადაც დიდები დააბიჯებდნენ, მაგრამ ვერაფერი გასვრიდა იმ ვეებერთელა ენერგეტიკას რაც ეკიდა ჰაერში, და ჩემი თავიც უსაშველოდ დიდი მეგონა, რო ვიცოდი რო მათი ჯიში და მოდგმა ვიყავი.
მართლა მაგარი კაიფი იყო ის პირველი შეხვედრა ამ ქალაქთან,
და თბილისში დაბადებულმა, ბავშვობიდან აქ გაზრდილმა, იქნებ ვერც გაიგოს ეს რაა.
ასე, იყო, ასე, და არც არასოდეს გაქრება ჩემში ის ბიჭი, რაც არ უნდა ნაგვები მხვდებოდნენ დღეს თბილისის ქუჩებში.
ხო, მადლობა დიდებს, ნაღდებს, გულწრფელებს, წასულებსაც, და ცოცხლებსაც, ვინც ეს ქალაქიც ჩემი გახადა.
ადამიანებმა მოახერხეს ეს, ადამიანებმა, თორე საუკუნოვანი ქვების მეტი რა მაქვს ქუთაისში.
ადამიანებმა მოახერხეს, და მათ შეურაცხყოფადაც მიმაჩნია, თუ რაიმე უზნეობა ხდება ამ ქალაქში.
და რადგან შენი წილი ქალაქი არ არსებობს, ისე როგორც შენი წილი ქვეყანა არ არსებობს,
და რადგან, როგორც ქალი, ისე, ქვეყანაც და ქალაქიც თუ გიყვარს, უნდა გიყვარდეს თავისი კარგითაც, და ნაკლითაც,
და რადგან თუ საქმეს აკეთებ, აკეთებ ყველასთვის – ნაღდებისთვისაც და ნაგვებისთვისაც, და მათი შვილებისთვის , შენ შვილებთან ერთად რომ უნდა იცხოვრონ,
მაშინ, მადლობა ნაგვებსაც ეკუთვნით, საქმეს რომ გაკეთებინებენ, თორემ მოკვდებოდი მთქნარებით..
სულ ტკბილი ფლავიც მტერმა ჭამა, არა?
და ასე კი ცოოოტათი მაინც გგონია, რო შემთხვევით არ გაგაჩინა ღმერთმა ამ ქვეყანაზე, და ყველასთვის კარგის კეთება მოგცა საქმედ.
ასეა, ასე,
მაგრამ მხოლოდ ქუთაისლების იმედითაც ნუ დარჩებით ახლა, ხოხბებო, თქვე ჩემა.
გამარჯობა, ჩემო თბილისქალაქო,
ყველაფერი კარგად იქნება, ვიცი..”
.
თეგები: გუჯა ბიძიათბილისობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved