• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მხოლოდ ქრისტეს რწმენა გვაძლევს შესაძლებლობას, მოვიხვეჭოთ მისი მადლი, მივიღოთ განკურნება და განვიმტკიცოთ ძალები ცხოვრებისეული გზის გასავლელად – მეუფე შიო

ალია ავტორი - ალია
14:43 06-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

მხოლოდ ქრისტეს რწმენა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვიხვეჭოთ მისი მადლი, მივიღოთ განკურნება და განვიმტკიცოთ ძალები ჩვენი ცხოვრებისეული გზის გასავლელად, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)აღდგომიდან მეექვსე კვირას, ბრმის კვირიაკეს ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს ბრმის კვირა მიულოცა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო! გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ბრმის კვირა ეწოდება. ეს არის სააღდგომო დღესასწაულების უკანასკნელი კვირა. ოთხშაბათს ჩვენ უკვე აღდგომის წარგზავნას აღვნიშნავთ.

რას გვასწავლის დღეს წაკითხული სახარება ბრმის განკურნების შესახებ?

ჩვენ ყველას დროდადრო გვაწუხებს კითხვა, თუ რა მიზეზით ხდება ესა თუ ის უბედურება ადამიანების ცხოვრებაში. ჩვენ უფრო ადვილად ვიღებთ იმ აზრს, რომ უბედურება ცოდვილი კაცის გამოსწორების საშუალებაა, მაგრამ რატომ ხდება ზოგჯერ, რომ უბედურება შეემთხვევა თითქოს და კეთილ, ღვთისმოსავ და მართალ ადამიანს?

ღვთის სიტყვა იძლევა პასუხს ამ კითხვაზე. აი, ჩვენ წინაშეა დაბადებიდან ბრმა ადამიანი. რატომ ეწვია მას ასეთი უბედურება? რისთვის იტანჯებოდა იგი? ნუთუ შეიძლება კაცი ცოდვილი იყოს ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე? „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“ (ინ. 9, 2) – ჰკითხეს მაცხოვარს მოწაფეებმა.

უფალმა მიუგო: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში“ (ინ. 9, 3). შემდეგ უფალმა „მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა, და თვალებზე წაუსვა ბრმას“ (ინ. 9, 6). „უთხრა მას: „წადი და მოიბანე სილოამის საბანელში“ (რაც ნიშნავს მოვლინებულს). ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი“ (ინ. 9,7). მაცხოვრის ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში უბედურება ჩვენზე მოიწევა არა ცოდვების გამო, არამედ უფლის განსადიდებლად, ესე იგი, ჩვენ ცოდვილების ქრისტეს სინათლით განათლებისთვის, რამეთუ ამ კაცს ფიზიკურ თვალთან ერთად სულიერი თვალიც აეხილა! მას უფლის სიყვარულსა და ყოვლისშემძლეობაზე აეხილა თვალი! მან კურნება მადლიერებით მიიღო და დაინახა ის, რასაც ირგვლივ მყოფი თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ და თაყვანი სცა ქრისტეს, როგორც ღვთისგან მოვლენილ მესიას.

სახარების ეს მონაკვეთი მხოლოდ ადამიანთა უბედურებისა და ტანჯვის მიზეზებზე როდი იძლევა პასუხს.

ზოგჯერ ადამიანებს ასეთი კითხვებიც უჩნდებათ: რისთვის არის საჭირო მთელი ეს გარეგნული მხარე ჩვენს სულიერ ცხოვრებაში? ხომ არ არის ის გვიანდელი დანამატი და ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის ზედმეტი რამ? ხომ არ ჯობს, უარი ითქვას მთელ ამ გარეგნულ ფორმაზე?

ღვთის სიტყვა ამაზე სცემს პასუხს მაცხოვრის მაგალითით. რისთვის მოზილა უფალმა ტალახი? რისთვის წაუსვა ბრმას თვალებზე? რისთვის გააგზავნა სილოამის საბანელში მოსაბანად? განა მას არ შეეძლო ეს თავისი ერთი სიტყვით გაეკეთებინა? და თუ მან ეს არ გააკეთა, ცხადია, იმიტომ, რომ შეიწყნარა ადამიანის უძლურება, ჩვენი რწმენის სისუსტე და სულიერ მოწყალებასთან ერთად გარეგნული წესის სახეც მოგვცა.

ფარისევლებმა რომ შეიტყვეს შაბათ დღეს ბრმის განკურნების შესახებ, იგი სინაგოგიდან განკვეთეს. როდესაც ეს უფალმა გაიგო, მონახა იგი და უთხრა: „შენ გწამს ძე ღვთისა?“ მიუგო მან და თქვა: „ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?“ უთხრა იესომ: „შენ გინახავს იგი და, ვინც შენ გელაპარაკება, ისაა“. მან თქვა: „მწამს, უფალო“. და თაყვანი სცა მას“ (ინ.9, 35-38). დღევანდელი სახარება გვასწავლის ასევე, რომ მხოლოდ ქრისტეს რწმენა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვიხვეჭოთ მისი მადლი, მივიღოთ განკურნება და განვიმტკიცოთ ძალები ჩვენი ცხოვრებისეული გზის გასავლელად.

როგორც გითხარით, დღეს ჩვენ მომავალ წლამდე ვემშვიდობებით სააღდგომო დღეების სიხარულს. იმედი ვიქონიოთ, რომ უფალი გააძლიერებს ჩვენს რწმენას და აგვიხელს სულიერ თვალებს, მოგვანიჭებს ძალებს, რომ ჩვენი ცხოვრების გზაზე ქრისტიანული ღირსებით ვიაროთ და მომავალ წელსაც შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

დღეს კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ სიხარულით სავსე სააღდგომო მისალმებით, რომელიც მოდის მოციქულთა დროიდან და თაობიდან თაობას გადაეცემა: „ქრისტე აღდგა!“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved