• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მხარს არ ვუჭერ მანქანების მოძრაობის შეზღუდვას”

ალია ავტორი - ალია
00:46 04-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა:

„მე საერთოდ, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ, მაგრამ მანქანების მოძრაობის შეზღუდვა რომ გახანგრძლივდეს, ამას არ ვუჭერ მხარს. რადგან ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია. ძალიან ბევრს მართლა საქმეზე სჭირდება სიარული და არა გასართობად. თუნდაც, იგივე ავადმყოფებს, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურაზე, ან სხვა აუცილებელ ღონისძიებებზე და ამ ყველაფრის სპეციალური საშვებით, საბუთებით და ბეჭედდასმული ქაღალდებით კეთება ძნელია. ამიტომ, ვფიქრობ, ერთი კვირის შემდეგ იქნება ისეთი სიტუაცია, რომ მანქანების მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი იქნება. იმ პირობით, რომ როგორ გითხრათ, ცოტა ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. ანუ, სისხლში გაგვიჯდა. დარწმუნებული ვარ, მანქანების მოძრაობის შეზღუდვა რომ მოიხსნება, ადამიანები სიფრთხილეს მაინც გააგრძელებენ.

ერთი კვირის წინ, როდესაც მატების გამაფრთხილებელი ტენდენცია იყო, მთავრობამ ღონისძიებების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კი ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოავლინა. მანქანების გადაადგილების შეზღუდვამ ამას უეჭველად შეუწყო ხელი. ზოგი კითხულობს, მანქანები რა შუაშია და ამან რა ეფექტი უნდა მოგვცესო. საქმე იმაშია, რომ უშუალოდ მანქანის მოძრაობა კი არ არის ამ მხრივ გადამწყვეტი, არამედ ის, რომ როცა კერძო მანქანები შეუზღუდავად მოძრაობენ, ამ მოძრაობას ახლავს ხალხის გადაადგილება, გარკვეულ ადგილებზე ადამიანების შეკრება, ერთმანეთთან შეხვედრები და ა.შ. ხომ ფაქტია, რომ ბოლო სამ-ოთხ დღეში შემთხვევების რაოდენობამ მოიკლო?! ყველაფერი დადებული შედეგით იზომება, შედეგი კი ასეთია. ახლა, ჩვენ დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ. “

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved