• რეკლამა
  • კონტაქტი
14:09, ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მხარდამჭერი რომ ვიყო, მივიდოდი იმ თქვენს პრეზიდენტთან, მივუტანდი შავი მამლის ბულიონს” – ფანჯიკიძე სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
13:10 10-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს მიმართავს და წერს:

«მხარდამჭერი რომ ვიყო, მივიდოდი იმ თქვენს პრეზიდენტთან, მივუტანდი შავი მამლის ბულიონს და ვეტყოდი, აბა, ერთი ლუკმა ჩემი ხათრით, მეორე ლუკმა იმის ხათრით… აბა, თვითმფრინავი მოფრინავს… უფრო სწორად, მივიდოდი და ვეტყოდი, — დავით აღმაშენებელმა დატოვა გალობანი სინანულისანი, თავს უმძიმეს ცოდვილად მიიჩნევდა და იყო კიდეც და იმიტომ იყო ასე დიდი, რომ იცოდა, რომ იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ საუკუნეებში ადამიანის სიცოცხლის მიმართ, კანონის მიმართ და სასჯელის მიმართ სრულიად სხვა კრიტერიუმი და აღქმა არსებობდა. ამ შიმშილობის გამოცხადებას მაშინ ჩავთვლიდი ღირებულ აქტად, რომ ეთქვა სააკაშვილს, ადამიანებო, ვისაც დაგინგრიეთ ცხოვრება, ფსიქიკა, შემეშალა თუ შეგნებულად გავაკეთე, ვგრძნობ რა ჩავიდინე, ვინანიებ და თქვენ გიძღვნით ამ თვითდასჯას, ვისთვისაც რამე დამიშავებია, მიიღეთ ჩემი სინანული, 40 დღე მოვკვდები და კიდევ 40 დღე თავიდან დაბადების შანსი მომეცით, რომ განახლებულ ადამიანად დავბრუნდე თქვენს შორის და არა ის, რომ ეს ამოდენა აღმაშენებელი ბიჭი რა უსამართლოდ ჩამასკუპეთ, მე ხომ იუსტიციის სახლი გავმართე და განა არ ღირდა ეს პროგრესი ადამიანების მასხარად აგდებად ან დასახიჩრებად, ან გამიზნულ, ან გადაცდომით მკვლელობად? მაგრამ არა, მამა აბრამის ბატკნობას და უცოდველობას აპროტესტებს და ვერც სცენარის უგემოვნობას ამჩნევს, მხიარული ფანტომასვით მწვანილის გადასაზიდი ყუთით შემოსული ახლა ბავშვივით ფაფაზე რომ ამბობს უარს. ყოველ დილას რომ ვიღვიძებ, სანამ გავწონასწორდები, ყველა დარდს ერთად ვდარდობ, თუკი რამე შემიცოდავს და იმასაც, რაც არ შემიცოდავს. როგორ შეიძლება არასდროს არაფერს გადახედოს გონიერებაზე პრეტენზიის მქონე ადამიანმა და არასდროს არაფერი ინანოს. სულ არ ვაპირებდი რამის თქმას ამ საკითხზე. ოცნების უმსგავსობამ მაიძულა — გოგო მოვიდა ახლა ჩემთან სახლში და მეტროში აღგზნებული ახალგაზრდების ბანდა ღრიალებდა ხალხის დასანახად, სააკაშვილს აგინებდნენო. შეგვეშინდა ხალხსო. ხოდა თქვენი დაშინებით დეგრადირებული ხალხის ფსიქიკური მდგომარეობა თქვენ გექნებათ მოსანანიებელი კიდევ და იმ ხალხისაც, ფარშევანგებივით ცოცხებით რომ გამოდგით ტრასაზე და ბოლომდე კარგად ვერც ხვდებიან, რა აბუჩად იგდებთ მათ ისედაც უბადრუკობად ქცეულ ყოფას. ადამიანების მორალურად დაჩაჩანაკებაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს და ვინც ამას აკეთებს, ყველაზე დიდი დამნაშავეა ქვეყნის წინაშე. ვცდილობ გრილი ვიყო და შორიდან ვუყურო ამ გროტესკს, რაც ხდება, მაგრამ ამომეთქმევინა, მტკივა მაინც, როგორც ჩანს. ყველა დღე მენანება, რომელიც ჩემმა ქვეყანამ დაკარგა სწრაფი განვითარების გზაზე და ამ სისულელეში გახარჯა დრო. ბოროტებაზე და მტრობაზე დიდი სისულელე და ცხოველურ წარმოშობასთან ნათესაობის მამხილებელი ხომ ადამიანში სხვა არაფერი არსებობს», — წერს ფანჯიკიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება

11:46 11-18-2025
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება

10:42 11-18-2025
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved