• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მივმართავ შოთაძეს, მერაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს ციხიდან, ჩემი ძმის საქმე პროკურატურაშია 7 წელი”

ალია ავტორი - ალია
16:38 02-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მისი ძმის საქმეზე არ გასამართლებულა და ციხიდან არ უნდა გათავისუფლდეს.

როგორც ლია კრიალაშვილმა განაცხადა, მისი ძმის საქმე უკვე შვიდი წელია პროკურატურაში დევს.

​ლია კრიალაშვილი მიმართავს ახლად არჩეულ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომ ამ საქმის გამოძიება მოხდეს და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი.

„ვანო მერაბიშვილი, ჩემი აზრით, არ უნდა გამოვიდეს ციხიდან. მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და არ გასამართლებულა, თუნდაც ჩემი ძმის საქმეზე. ჩემი ძმის საქმე უკვე 7 წელია პროკურატურაში დევს და ამაზე მერაბიშვილი არ გასამართლებულა, ამიტომ მივიჩნევ, რომ მას ახალი ბრალი უნდა წარედგინოს. როდემდე შეიძლება საქმეების თაროზე შემოდება. მე პროკურატურასთან მაქვს პრეტენზია და ახლა დიდი იმედით ველოდები ირაკლი შოთაძის დანიშვნას, რომ იქნებ მან მაინც გადაწყვიტოს რამე. კაცი, რომელიც ორ გვამს ითხოვს და პრემიები დიდი იქნებაო იძახდა, ეს გაცემული პრემიების სიები პროკურატურაში დევს. მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა, მიწიდან ამოიღეთ გია კრიალაშვილი, ეს პირდაპირ ბრძანება იყო ლიკვიდაციის, დღეს კი საქმე ისევ გაურკვეველია. პროკურატურა აცხადებს, რომ მტკიცებულებები არ აქვთ ამ საქმეზე. ბრძანება გაცემულია, კაცი მოკლულია, პრემიები გაცემულია და რა მტკიცებულებებს ელოდება პროკურატურა. 2009 წლის მაისში ე.წ. ამბოხის სცენარი დაიდგა მაშინდელი ხელისუფლების მიერ, მაგრამ იქ რეალურად იყო დაუმორჩილებლობა. უბრძანეს, რომ აღლუმზე უნდა გამოსულიყვნენ და აქციების დარბევაც იყო ნაბრძანები, ამაზე ჯარი წინააღმდეგ წავიდა. ეს წარმოაჩინა მაშინდელმა ხელისუფლებამ ამბოხად. გიას მოშორება უნდოდათ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჯარში. გიას ქერჩის ქუჩაზე გზა გადაუკეტეს და დაიწყეს სროლა. გიას ერთი ტყვია გულში ჰონდა მოხვედრილი. დანარჩენები დაიჭრნენ 19 ტყვიით. კობა ოთანაძე ამბობს, რომ მერე თარგამაძემ ხელებში დამცხრილაო. მუხროვანში რომ მივიდნენ, ყველანი იქ იყვნენ, სხვათა შორის გიგი უგულავაც, „ნაცმოძრაობამ“ ახლა გმირად რომ გამოაცხადა, თარგამაძეც იქ ბრძანდებოდა, მერაბიშვილიც. კატეგორიულად ვითხოვ ამ საქმის გამოძიების დასრულებას“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved