• რეკლამა
  • კონტაქტი
08:10, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მივმართავ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს, ვინც ბოლო თვეებში, ნიკა მელიას კრიტიკითაა დაკავებული“ – გია ნოდია

ალია ავტორი - ალია
16:06 09-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
434

ანალიტიკოსი, გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:

„მივმართავ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს, ვინც ბოლო თვეებში მათი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას კრიტიკითაა დაკავებული.
(მე არც ნიკა მელიას მომხრე ვარ და არც მოწინააღმდეგე, ნეიტრალური გარე დამკვირვებლის პოზიციიდან ვწერ).
ვთქვათ, ნიკა მელია არ მოგწონთ. კი ბატონო. მაშინ ვინ გინდათ ამ პარტიის ლიდერად და, რაც მთავარია, როგორი უნდა იყოს ეს ლიდერი, რა უნდა გააკეთოს?
ოღონდ არ თქვათ, ახლა, მიშაო. მიშა ციხეში ზის, არავინ მის გამოშვებას არ აპირებს, ხოლო თვითონ სიგნალებს გვიგზავნის, ქართული პოლიტიკა აღარ მაინტერესებსო. ამ კონტექსტში კიდევ მიშა-მიშას ძახილი მისი პარტიისთვის სასიკვდილო განაჩენია.
მისი ციხიდან გამოშვების მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია და მე მას (ისევე, როგორც ნიკა გვარამიას გამოშვების მოთხოვნას) ასი პროცენტით მხარს ვუჭერ. მაგრამ ეს პოლიტიკური სტრატეგიის ცენტრი ვერ იქნება.
პარტიის აქტიურმა მომხრეებმა ამ პარტიის ბედზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოთ. ეს მხოლოდ ამ პარტიის საქმე არ არის. მოსწონთ თუ არა ეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და მათ მომხრეებს, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების მთავარ მოწინააღმდეგე ძალად რჩება, ანუ „ოცნების“ შეცვლის იმედს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების უმრავლესობა მაინც მასთან აკავშირებს.
მაგრამ დღეს ეს პარტია პოლიტიკურად პარალიზებულია და ამას ყველა ვხედავთ. ბიძინას მთავარი ოცნება, რომ ის რადარებიდან გაქრეს, ჯერ არ აღსრულებულა, მაგრამ, ასე თუ გაგრძელდა, ის შეიძლება რეალისტური გახდეს. რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პარტია მკვდრეთით აღდგეს?
ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ ამ პოსტით „ოცნების“ წისქვილზე ვასხამ წყალს. ყველაზე მეტად „ოცნებას“ ის უხარია, რაც ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ხდება.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved