მივმართავ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, ძვირფასო მეგობრებო ჩვენ ერთად გავიარეთ თანამებრძოლობის კურსი, მე მომეცით ხმა არჩევნებზე და მერე სააკაშვილიც ჩამოვა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
“ეს ჩვეულებრივი პიარტექნოლოგიაა, ლიდერმა უნდა ჩაუნერგოს იმედი თავის ელექტორატს. იმედი და მოტივაცია თუ არ ექნება, ძალიან ღირსეული ხალხია მისი მხარდამჭერები – იდეის მსახურები არიან. ჯერჯერობით გაუმართლა ამ დაპირებებმა, ახლა არ ვიცი რამდენად დაიჯერებს კიდევ მისი ელექტორატი, ამიტომ მივმართავ “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, ძვირფასო მეგობრებო ჩვენ ერთად გავიარეთ თანამებრძოლობის კურსი, მე მომეცით ხმა არჩევნებზე და მერე სააკაშვილიც ჩამოვა: ” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
კომენტარები