უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა:
ეს იქნება გარდამავალი პერიოდი, მოკლე გარდამავალი პერიოდი. წესების თანახმად, 4 მაისს არის ბოლო დღე, როდესაც არჩევნების საბოლოო შედგები გამოცხადდება. პრეზიდენტმა რომელიც არის მარიონეტი, უნდა აღიაროს ახალი პარლამენტის შემადგენლობა არჩევიდან 30 დღეში. მინდა უნგრეთის პრეზიდენტს მივმართო, რომ რაც შეიძლება მალე აღიაროს ახალი შემადგენლობა და 12 მაისამდე მოხდეს ეს ყველაფერი.
მიმიწვიოს ყველაზე ძლიერი პარტიის ლიდერი, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება მოხდეს, რადგან ჩვენი ქვაყანა რთულ მდგომარეობაშია და ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს. უნგრეთს უღალატეს, ასევე ვალი დაუგროვდა, ასევე გავხდით, ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროკავშირში . უნგრელებმა ხმა არ მისცეს, მხოლოდ მთავრობის ცვლილებას, არამედ მთელი რეჟიმის ცვლილებას. “ტისას“ არ დაუმალავს მისი განზრახვები, რეჟიმი უნდა შევცვალოთ, რადგან ქვეყანა ფაქტობრივად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის მიერ იმართებოდა. პოლიტიკური კრიმინალები, რომლებიც ეკონომიკურ კრიმინალებადაც გადაიქცნენ. მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა ავიღოთ. უნგრეთის ადგილი არის იყო და იქნება ევროპაში. და ამჟამინდელი კორუმპირებული არაადამიანური ძალა რასაც ცდილობდა, ჩვენი ქვეყანა ევროკაშირს ვერ ჩამოშორდებოდა. არაფრისგან, ზუსტად ორ წელში, ჩვენ ყველაზე ძლიერი პარტია შევქმენით, პარტია, რომელაც მიიღო ასეთი მანდატი უნგრეთის დემოკრატიულ ისტორიაშიი. “ტისას“ მთავარი ამოცანაა, რომ 20 მილიარდი ევრო დავაბრუნოთ უნგრეთში, რის გარეშეც უნგრეთის ეკონომიკა ვერ შეძლებს ოპერირებას. როგორც ვხედავ, მოსკოვი, კრემლი და ასევე პეკინი მათაც მიიღეს უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება და ღია არიან პრაგმატული თანამშრომლობისთვის. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან სწორი მიმართულებით წარიმართება. როგორც არ დრომდე, ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩავერიოთ, და ეს არის ის, რასაც სხვებისგანაც მოვითხოვთ. ჩვენ უნდა გვიყურებდნენ როგორც, თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპას- თქვა მადიარმა.
















კომენტარები