• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მივიტანე პროექტი საგანელიძესთან და უარი მითხრეს, ვერ მოგცემთო, არ გამოდისო, თავისიანებს მისცეს სამაგიეროდ, ვისზეც დაურეკეს ზევიდან, თუ ქვევიდან“ – გია კორკოტაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:05 11-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,773

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, გია კორკოტაშვილი.

-ახლა ვიტყვი იმას, დღეს რა ხდება – დღეს მოფერებით აუპატიურებენ საქართველოს, ადრე თუ ძალადობრივი მეთოდებით აუპატიურებდნენ ქვეყანას, დღეს აუპატიურებენ მოფერებით! ბიძინა ივანიშვილს აქვს ნათქვამი – ხმები მოგვეცით, თორემ, ესენი (ნაციონალები) მოვლენ და მერე ნახეთო და ბიძინა,  ფინალი ისაა, რომ გაუპატიურებული რჩება ქვეყანა და ძალით თუ მოფერებით, რა აზრი აქვს? ხალხს უნდა მუშაობა და არ არის სამსახური, უნდა ხალხს მუშაობა, რომ ამათ გადმოგდებულ კარტოფილზე და ხახვზე არ იყოს დამოკიდებული, გვაშიმილებენ, აშიმშილებენ ხალხს. შევარდნაძემ თქვა ერთხელ – აიღეთ რასაც გაძლევენ ეგენი და მე მომეცით ხმაო… არ უნდა ხალხს ამ კარტოფილზე და ხახვზე დამოკიდებულება. და თან დაგვძახიან რომ აი, ზარმაცები ვართ, ცუდები ვართ და თავში გვიდებენ ამას. არადა, ქართველი ერისთვის აუცილებელია, ირწმუნოს თავისი თავის. ქართველის ხალხის დაჭმუჭვნა მიშამ დაიწყო და ბიძინას ბრიგადამ, დიახ, ბრიგადამ გააგრძელა. რას აკეთებს დაჭმუჭნული ხალხი? – დაჭამს ერთმანეთს, ხო? ხალხმა იმუშაოს საზღვარგარეთო – მუშაობენ კიდეც და ოჯახებს არჩენენ. ბიძინა, ამხელა ფულის პატრონს, თუ საქართველო გიყვარს, ეს უნდა მოგვიწოდო, რომ უცხოეთში ვიმუშაოთ? ხეებიც კარგია, პარკებიც, კი, ბატონო, მაგრამ მასპინძლობის დათმობა დაიწყო უკვე ხალხმა და ყველაზე ცუდი ნიშანია ეს ჩემთვის, თუ ქართველმა კაცმა ბოლომდე დათმო მასპინძლობა, აღარაფერი გვეშველება. ჩადით რაიონებში, მასპინძლობით სახელგანთქმულ ჩვენ კუთხეებში, ყველა მორიდებულადაა, ვერ შეგიპატიჟებს, ვერ ამბობს, ჩემთან გავტეხოთ ლუკმაო, გაფარჩაკდა ხალხი. სულიერება გამოგვეცალა, „დუხს“ რომ ეძახიან, ის იკარგება, 100 კაცი რომ მისვლოდა კაცს სტუმრად, პურს დააცხობდა, ყველას გატეხდა და იცოდა, ხვალ იმუშავებდა და ისევ ექნებოდა, ხასიათზე იყო, კრიჭა არ ეკვრებოდა… ყველაზე ცუდი რამეა – მაძღარ კაცს უნდა მეტი მონა ჰყავდეს, მეტი ფული აკეთოს, მეტი იშოვოს, მშიერი კაცი უკვე იწყებს ფიქრს ჯანყზე, რევოლუციაზე, ნახევრადმშიერი კაცი, სადაც თბილა, სადაც მეტი სითბოა, იქ მიჯდება. აეგეთ ხალხადაა გადაქვეული საქართველო, პროტესტის ნიშანი დაიკარგა. ქართული მარში რომ შეიქმნა, პროტესტმა შეგვყარა ისეთი ადამიანები, ვისაც უყვარდა ქვეყანა, სუსი და უშიშროება ცალკე გვიქმნიდა პრობლემებს და ცალკე ოპოზიცია გვეძახდა ჰომოფობეს, ქსენოფობენს. რას ვაპროტესტებდით? ვაპროტესტებდით იმას, რომ ქართველი ქალები არ შეეთრიათ იმათთან, ვისთვისაც გურჯი ხანუმები მიუწვდომელი იყო ყოველთვის, რადგან სვინდისიერი ადამიანები იყვნენ ჩვენი წინაპრები. ვაპროტესტებდით იმას, რომ ჩვენი მიწა, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა არ გაყიდულიყო უცხოელებზე. მაშინ უშიშროება გვეუბნებოდა 3–4 ათასს ადამიანს ვერ შეკრებთო, მაგრამ ჩამოვიდნენ ჩვენი ულამაზესი კუთხეებიდან ადამიანები, უსასყიდლოდ და 12 ათასი ადამიანი შეკრიბა, ეს თავად დათვალეს დრონით, თორემ, ჩვენ არ დაგვითვლია. არ ელოდნენ, ჩვენც არ ველოდთ, შეხედეს ამ ადამიანების თვალებში აკიაფებულ ვარსკვლავებს და მიხვდნენ, რომ უნდა დაეთმოთ. ფული ჩვენ არ გვქონდა, არაფერი ჩვენ არ გვქონდა ღირსების გრძნობის გარდა. იყო ხელისუფლებისგან რაღაც ნაბიჯები – მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“ და ეგეთები, მანდაც ნაცნობ–მეგობრობა უნდა გყავდეს. მეც მივიტანე პროექტი საგანელიძესთან და უარი მითხრეს, ვერ მოგცემთო, არ გამოდისო, თავისიანებს მისცეს სამაგიეროდ, ვისზეც დაურეკეს ზევიდან, თუ ქვევიდან. თავისი გუნდის წევრად აღარ მთვლიდნენ, ხვდებით? არც მე ვიყავი დიდად მათი გუნდის წევრი არასოდეს. მოკლედ, აიკრძალა სასოფლო–სამეურნეო მიწების გასხვისება უცხოელებზე და შეიმუშავეს სქემა, თურმე, როგორ მიასხვისონ მიწა უცხოელებს… სერაფიმ საროველმა თქვა – ღვთისმშობლის მიწა–წყალს არ შეეხოთ, უკან ცუდად მოგიბრუნდებათო! ერთ ამბავს მოვყვები ახლა, კასპის რაიონში, სოფელში ჭალა 80 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწა, გახარიას პრემირობის დროს, გადაკეთდა არასასოფლო სამეურნეოდ და იყიდა ერთმა „კუკლამ“ – აქვე განვმარტავ „კუკლას“ გარეგნობის ან სხვა აღმნიშვნელი ფუნქცია არ აქვს, „კუკლას“ ვეძახი იმიტომ, რომ ვთვლი, ის მხოლოდ შუამავალია და არაფერს წყვეტს. მირეკავენ ქიზიყიდანაც, ვიღაცას იქაც უყიდია მიწები და უზარმაზარი ღობე შემოუვლია. ხოდა, კასპში, ამ „კუკლამ“ რომ იყიდა მიწა, რომელსაც სასოფლო სამეურნეო დანიშნულება არასასოფლო სამეურნეოდ შეუცვალეს, დაიტოვა თავად მხოლოდ 15 პროცენტი, 85 პროცენტი აჩუქა 3 უცხოელს, ამ შემთხვევაში 3 არაბს, 15 პროცენტი დაიტოვა იმიტომ, რომ აი, ვითომ ისიც თანამესაკუთრება, თავმჯდომარე გახდა ამ თანამესაკუთრეობის და ა.შ. და მოითხოვა კასპის მერისგან მშენებლობის უფლება, აქ 150 სახლი უნდა ავშენოთო, ივაჟკაცა კასპის მერმა და უარი უთხრა. მე არ ვიცი, იქნება ზემოთაც იგივენაირად ფიქრობენ და არ დავღუპულვართ ჯერ ბოლომდე. ახლა სასამართლოში უჩივინ კასპის მერიას ამის გამო. იმ პერიოდში როცა დანიშნულება შეუცვალეს მიწას და გახადეს არასასოფლო სამეურნეო, პრემიერი, გახარია იყო, ეკონომიკის მინისტრი კი – თურნავა ბრძანდებოდა, არ მჯერა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები პრემიერის გარეშე იქნებოდა მიღებული, არ მჯერა, რომ თურნავა, გახარიას გარეშე მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, თაღლითური სქემაა ეს და მაგ თემას სერიოზულად ავაგორებ, არ მოვეშვები, კანონი მაგიტომ არ მივიღეთ რომ მიწებს დანიშნულება შეუცვალონ და ასე თაღლითურად გაასხვისონ.

თეგები: გია კორკოტაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved