• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული NGO-ებისთვის საგრანტო პროგრამა დავაფუძნოთ – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:05 09-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,755

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობა “ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი” არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის.

ეს განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როცა საუბრობდა ორგანიზაციებზე, რომლებიც რუსული კანონის ფარგლებში “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” დარეგისტრირდნენ.

კობახიძის თქმით, საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობენ.

“…ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართულიარასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ”, – თქვა მან.

ბრიფინგზე კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, უცნაურად ეჩვენება თუ არა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მთავრობა დააფინანსებს, რაზეც მან უპასუხა:

“თუ უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას შეიძლება ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რატომ არ შეიძლება საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულს ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია”, – თქვა კობახიძემ.

კითხვაზე, რომელი ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია გააკონტროლებს იმ მთავრობას, რომლისგანაც დაფინანსებას იღებს, კობახიძე ამტკიცებს, რომ “ეს ნორმალური პრაქტიკაა”.

“მაგალითად, NED არის ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო, რომელიც კონკრეტულ აქტივობებს აფინანსებს. ეს არის ნორმალური პრაქტიკა. მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაურს, მჭირდება დახმარება კორუფციის აღმოფხვრაში. ამისთვის ჩვენ შეიძლება დავიქირაოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩაუღრმავდებიან ნებისმიერ პრობლემას, მათ შორის ხელისუფლების სტრუქტურებში”, – ამბობს ის.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved