• რეკლამა
  • კონტაქტი
10:01, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მიუხედავად დიდი გასანცდელისა, აბსოლუტურად ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს“ – ანიტას დედა შეკითხვებს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
00:46 01-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

პატარა ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე ყველა იმ კითხვას პასუხობს, რაც ანიტას გულშემატკივრებს ამ ხნის მანძილზე გაუჩნდათ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ეჭვი გამოთქვეს, რომ ანიტას ინდოეთში შესაბამისად არ მკურნალობენ.

ანიტას დედამ „ალიას“ ფეისბუქგვერდზე ყველას უპასუხა, მოგვანებით კი ეს ყველაფერი პოსტად დაწერა:

„71-ე ღამემშვიდობისა ანიტას გულშემატკივრებო. მიხარია, რომ ამ ჯგუფში ფეხს ვერ იკიდებს აგრესია და ნეგატივი. ძალიან მადლობელი ვარ, 71.000 ადამიანი ერთი აზრისა და სიყვარულის ირგვლივ ხართ გაერთიანებულები. სააგენტოებთან მექნება მოკრძალებული თხოვნა, რომ მოერიდონ მწვავე სათაურებს. ანიტელებო, გთხოვთ ენდოთ მხოლოდ ამ ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციას <3

რადგანაც რეანიმაციაში შესვლა დიდი პრობლემაა, მეტი დრო გამომიჩნდა თქვენთან სასაუბროდ და დღეს შემაჯამებელსაც მე დავწერ. ანიტა ისევ ძველებურად მოწყენილია, მაგრამ მოთმინებით ელოდება როდის გათავისუფლდება ამ მოწყობილობებისგან. დღეს შევთანხმდით, რომ ბებოს მეორე ვაზასაც გავუტეხავთ (ერთი თბილისში ყოფნისას დაამტვრია). მოკლედ, მისი გონება მუდამ მომართულია ცელქობისკენ. ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე ხშირადდასმულ შეკითხვაზე გაგცეთ პასუხები.

1. რატომ ვცდილობ რეანიმაციაში უკანონო შეჭრას?

მიუხედავად დიდი გასანცდელისა, აბსოლუტურად ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს და კარგად ვაცნობიერებ რა არის ჩემი შვილისთვის კარგი. დაბადების წამიდან მე და ანიტა სულ ერთად ვართ. ახლა კი, ყველაზე მძიმე პერიოდში, დარჩა მარტო. თქვენ არ გინახავთ მისი შეშინებული თვალები, როდესაც იქ შევდივარ. არც ერთი ნორმალური დედა არ მიატოვებს ამ დროს შვილს და ზუსტად ვიცი დაცვას კი არ მთას გადადგამს გვერდით და ისე შეაღწევს მის სანახავად. ექიმებიც აცნობიერებენ იმას, რომ 2 წლის ბავშვის აბსოლუტურად უდედოდ დარჩენა არ შეიძლება და ისინიც ხშირად მაძლევენ შესვლის ნებას. ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, არსებობს ადამიანის, მითუმეტეს ბავშვის ფსიქიკა, რომელიც ვინ იცის როგორ ზარალდება ასეთ დროს.2. თუკი იყო მკურნალობის შანსი, რატომ თქვა ევროპამ უარი?ევროპაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც გულის გადანერგვას უკეთებენ მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს (მიზეზია დონორთა ორგანოების სიმცირე). ავსტრიას მკურნალობაზე არ უთქვამს უარი, თუმცა მკურნალობის პროცესში, რომ მომხდარიყო ის, რაც ინდოეთში მოხდა, ქირურგიულ ჩარევას ვერ გააკეთებდნენ, თავისი კანონიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებინა ევროპა და წამოვსულიყავით ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველანაირი პროცედურა ჩაუტარდებოდა ანიტას, რაც იმ მომენტისათვის საჭირო გახდებოდა. ევროპასთან ვცადეთ მოლაპარაკება, რომ ხელოვნური გული მაინც გადაენერგათ, რათა ბავშვისთვის თვითმფრინავით მგზავრობა ყოფილიყო უსაფრთხო, შემდეგ კი წამოვიდოდით ინდოეთში, მაგრამ ამაზეც უარი მივიღეთ, რადგან ხელოვნური გულის გადანერგვა ავტომატურად დონორის რიგში ჩაყენებას გულისხმობს.ამავე კანონის მიხედვით გვითხრა უარი თურქეთმაც.3. რატომ არ წავიყვანეთ რუსეთში? ლეო ბოკერია უშველიდა.მთელი რუსეთი და უკრაინა ინდოეთში მოდის გადასანერგად. ახლაც ნახევარი კლინიკა სავსეა რუსულენოვანი პაციენტებით. 10 წლამდე ბავშვებში გულის გადანერგვა რუსეთში არ კეთდება.4. რატომ თქვა ბელორუსიამ უარი?რუსეთის მსგავსად, ბელორუსიაც არ მუშაობს 10 წლამდე პაციენტებთან.

  • მაშასადამე, ერთადერთი გამოსავალი იყო ინდოეთში წამოსვლა, მაგრამ გამზადებულ დონორს ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაგახვედრებს, რადგან დონორი უნდა იყოს ტრაგიკულად დაღუპული ადამიანი, რომელიც ზომით, წონით, სისხლის ჯგუფითა და სხვადასხვა კრიტერიუმებით შეესაბამება პაციენტს და რომლის მშობლებიც გამოთქვამენ მზაობას, რომ გააკეთონ კეთილი საქმე და გადაარჩინონ სხვა ბავშვის სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, ჩამოსვლისთანავე ვერავინ გაუკეთებდა გადანერგვას. დონორის გამოჩენიდან დაახლოებით 36 საათი გვაქვს გადასანერგად.
  • ინდოეთზე მეც არ მქონდა კარგი წარმოდგენა და ამიტომ წავედი თავიდან ევროპაში. მას შემდეგ, რაც უბრალოდ სხვა გზა არ გვქონდა წამოვედით აქ. რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. ვართ 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის პალატაში. საავადმყოფო არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ იხილოთ კლინიკის სამგანზომილებიანი ტური. რაც შეეხება ანიტას ექიმს, ექიმ ბალაკრიშნას, ეს არის საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ქირურგი, რომელსაც 26.000-ზე მეტი გადანერგვის ოპერაცია აქვს ჩატარებული და ამის შემდეგ მოდი ნუ გამოვუცხადებთ ამ ძალიან კარგ ადამიანებს უნდობლობას.
  • ექიმი ბალაკრიშნას, ტაქტიკა ასეთია: ის ცდილობს, რაც შეიძლება დიდი ხნით გადაავადოს გულის გადანერგვა ან საერთოდ დაუმორჩილოს პაციენტი მკურნალობას, რათა აირიდოს თავიდან ეს ურთულესი ოპერაცია. ანიტასთანაც ამის მცდელობით დაიწყო, მაგრამ ეს დაავადება არის ვერაგი და არაპროგნოზირებადი. ახლა იძულებულები ვართ სხვადასხვა მექნიკური ხელსაწყოების საშუალებით დაველოდოთ დონორს. თუმცაღა, რეანიმაციაში მწოლიარე პაციენტების უმრავლესობას ხშირად ეთესებათ სისხლში სხვადასხვა სახის ინფექცია. ეს მსოფლიოს ყველა რეანიმაციის ზოგადი პრობლემაა და არა მხოლოდ ინდოეთის.

ჩემ გარშემო არიან მეგობრების არმია, ოჯახის წევრები და ამ ადამიანებმა მსოფლიო შეაზანზარეს. დამერწმუნეთ მსოფლიოს ყველა წამყვანმა კლინიკამ იცის უკვე ანიტას შესახებ. თითქმის ყოველდღიური კავშირი მაქვს იტალიაში ძალიან მაგარ ქართველ ქირურგთან, გერმანიაში უძლიერეს ინფექციონისტთან, ავსტრიაში კარდიოქირურგთან და საქართველოში კლინიკა „ჯერარსის“ წამყვან სპეციალისტთან, დავით ბერიშვილთან და მის გუნდთან. აბსოლუტურად, ყველა ინფორმირებულია ანიტას მკურნალობის დეტალებზე და მათი აზრითაც, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ ინდოეთში წამოსვლით.ასე რომ, ინდოელი ექიმების თავდაუზოგავი მონდომება და თქვენი ლოცვა ერთად დიდ სასწაულს მოახდენს. თქვენც და მეც ამის გვჯერა მთელი გულით.. “

თეგები: ანიტა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved