„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და ხელახალი არჩევნების მისაღწევად პლებისციტის ჩატარებას არ ემხრობა.
„რაც მიგვაახლოებს ახალ არჩევნებთან, ყველაფერი ჩვენთვის მისაღებია. თუ პლებისციტი მიგვაახლოებს, რა თქმა უნდა, ესეც მისაღებია… მიმაჩნია, რომ მიცვალებული მოკვდა თუ არა ამისთვის ოჯახში გამოკითხვის ჩატარება ზედმეტია, მაგრამ, რახან ასე ჩათვალეს, მე აღარ ვახდენ ოპონირებას”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი საკითხი, რასაც განიხილავენ, განმეორებითი არჩევნების თემაზე პლებისციტის ჩატარებაა.
კომენტარები