• რეკლამა
  • კონტაქტი
01:38, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება” – მერია

ალია ავტორი - ალია
18:12 07-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

დედაქალაქის მერია განცხადებას აქვეყნებს:

,,მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებშიც ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

საბურთალოს რაიონის გამგეობა მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, 19 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და პანდუსები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, პირველი აგვისტოდან მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ტანძიის ქუჩისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთიდან, გამრეკელისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე დღის საათებში, გზის მხოლოდ ერთი მიმართულება ჩაიკეტება, ხოლო მეორე მხარეს მოძრაობა გახდება ორმხრივი. პირველ ეტაპზე შეიზღუდება ტანძიის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე, ხოლო მეორე ეტაპზე გამრეკელის ქუჩიდან ტანძიის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე.

პერიოდულად, 00:00-დან 06:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება ორ ეტაპად – ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე და ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, ასევე, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ცაგარელისა და ბურძგლას ქუჩების გამოყენებით, ხოლო ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის შეზღუდვის პერიოდში მოძრაობა დასაშვები იქნება ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, საირმის, ტანძიის, მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების საშუალებით.

საგზაო სამუშაოები სამი თვის განმავლობაში იწარმოებს, რაც საკომუნიკაციო და გაზის დაზიანებული ქსელების მოწესრიგებასაც ითვალისწინებს.”

თეგები: თბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved