• რეკლამა
  • კონტაქტი
18:20, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიწევს გავაფრთხილო საზოგადოება იმ საშიშროებაზე, რაც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს… – ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
09:40 07-16-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
394

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე საზოგადოებას აფრთხილებს. მისი თქმით, გამოჩნდა ახალი ნარკოტიკი, რომელიც დღეს ამერიკასა და ევროპაში წარმოადგენს უკვე დიდ საშიშროებას და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც ზურაბ სიხარულიძე ამბობს, მას “ზომბ ნარკოტიკს” ან “ტრანკს” ეძახიან. ის არის ე.წ. ქსილაზინი ანალგეტიკური-მიორლაქსაციური და დასაძინებელი საშუალება, რომელსაც იყენებენ ვეტერინარიაში ცხოველის დასაძინებლად და ტკივილგამაყუჩებლად.

“იცით, რომ არ ვწერ ხშირად, მაგრამ მაინც მიწევს რაღაცების წერა, ვინიდან სულ ახალ-ახალი რაღაცები ხდება ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს, ეს ყველაფერი აქტიურდება სეზონის მოსვლასთან ერთად – განსაკუთრებით, აჭარაში.

ეს ეყრდნობა ჩემს პირად გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რასაც ვისმენ და აქედან გამომდინარე, მიწევს გავაფრთხილო საზოგადოება იმ საშიშროებაზე, რაც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს.

ერთი დაკარგული სიცოცხლეც და ერთი ზედოზირებაც არის დიდი ტრაგედია. ამიტომ თავს ვთვლი ვალდებულად, რომ დავწერო იმ საშიშროებაზე, რაც ხდება დღევანდელ დღეს, რომ ავიცილოთ თავიდან უბედურება.

ჩემი პოსტი არის ახალ ნარკოტიკიზე, რომელიც დღეს ამერიკასა და ევროპაში წარმოადგენს უკვე დიდ საშიშროებას და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მას “ზომბ ნარკოტიკს” ან “ტრანკს” ეძახიან. ეს არის ე.წ. ქსილაზინი ანალგეტიკური-მიორლაქსაციური და დასაძინებელი საშუალება, რომელსაც იყენებენ ვეტერინარიაში ცხოველის დასაძინებლად და ტკივილგამაყუჩებლად.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში აკრძალული ნივთიერებების სიაში არის და მისი გამოყენება აკრძალულია და არ არის თავისუფალ გაყიდვაში. თუ არის, მაშინ უნდა მოხდეს სასწრაფოდ მისი ამოღება!

სამწუხაროდ, დღეს მას იყენებენ “ფენტანილთან” კომბინაციაში და ის წარმოადგენს დიდი საშიშროებას, ვინაიდან “ფენტანილი” ერთი მხრივ უკვე წარმოადგენს ზედოზირების დიდ რისკს და დამატებული “ქსილაზინი” აძლიერებს ასმაგად “ფენტანილის” მოქმედებას. იწვევს გულის რითმის დარღვევას, ქანის ოქსიგენაციის შემცირებას, სუნთქვის რიტმის დარღვევას, ინიექციის ადგილას ჩნდება დიდი წყლულები და შემდგომ შესაძლებელია განგრენა და კიდურის დაკარგვაც მოჰყვეს.

ასევე მას ხშირად ურევენ სხვა კლუბურ ნარკოტიკსაც, რაც იყიდება “დარკნეტზე” მათი ეფექტების გასაძლიერებლად. ის, რომ “დარკნეტი” დღეს ძალიან გააქტიურებულია, ქვემოთ ერთ “ტელგრამ-არხიდან” მოცემული “სქრინი” მეტყველებს!

ამიტომ მოერიდეთ უცნობი ნივთიერების ყიდვას! გაუფრთხილდით თქვენს სიცოცხლეს და თქვენი ახლობლების. ეს განსაკუთრებულად თინეიჯერებს ეხებათ, ვინაიდან ყველაზე დიდი რისკი ზედოზირების მათ აქვთ. ერთი მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს სიკვდილით” – წერს სიხარულიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved