• რეკლამა
  • კონტაქტი
01:46, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია, ყველას რაღაც შეახვედრეს მისგან, მე კი არაფერი შემხვდა და გული მეტკინა… – ნანი ბრეგვაძე

ალია ავტორი - ალია
15:55 01-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
274

ნანი ბრეგვაძე “კვირის პალიტრასთან” ახალ წელზე, ძველ ჩვეულებებსა და მეგობრებზე საუბრობს, განსაკუთრებით დიდი გულისტკივილით საუბრობს სოფიკო ჭიაურელზე:

როგორ შეიძლება წელს ისეთი განწყობა მქონდეს, როგორიც შარშან მქონდა?! თუმცა თავს მაინც ძალას ვატან. რაც უნდა ხდებოდეს, მომავლის იმედი არ უნდა დავკარგოთ. ეს დრო წავა და მოვა სხვა, უკეთესი. ნაძვის ხე ნატალიამ დაგვახვედრა, ამოუტანია სარდაფიდან. ესენი რთავდნენ, მე კი ბოლოს შევიტანე რამდენიმე შტრიხი. ვგიჟდები ნაძვის ხეზე. მიმაჩნია, რომ მისი მორთვის პროცესი ყველაზე სასიამოვნოა.
ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებოდი. არსად გამოვდიოდი, უნდა ვყოფილიყავი შინ, ბავშვთან და მშობლებთან. 2 იანვარს, ტრადიციულად, ვიკრიბებოდით ჩემთან, მაგრამ წელს არ მოხერხდა პანდემიის გამო.
ეს კორონა რომ არ იყოს, კარგად ვიქნებოდით. ასეთი უბედურება არ მინახავს, რა დღეში ჩააგდო მსოფლიო! ახლა მაინც მივხვდეთ, რომ ყველა ერთმანეთზე ვართ გადაჯაჭვული, ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. საშინელი დრო მოვიდა. მსოფლიო დგას, ყველა გაჩერებული ვართ. თავისუფლება მომაკლდა კორონას გამო და ეს მაგიჟებს.

ჩემს თაობაზე ვფიქრობ ხოლმე. ცოტანი დავრჩით… სოფიკო ჭიაურელი, ალექსი მესხიშვილი, გიორგი შენგელაია, გიგა ფალავანდიშვილი, ციცინო ციციშვილი, ზურა ნიჟარაძე – გენიალური მხატვარი, თემიკო ჩირგაძე – მთელი ეპოქის პროფესორი, ნოდარ ცერცვაძე, ნინო ანანიაშვილის მამა ვახო, ჯანო კახიძე – ეს იყო ჩემი თაობა. ყველა კარგად აღზრდილი, კეთილშობილი. გვყავდა გასაგიჟებელი, არაჩვეულებრივი გარეგნობის თავადიშვილი ასტამურ აჩბა, ჩემი უახლოესი მეგობარი. ასტამურს ცოლად ჰყავდა დოდო დევდარიანი, სოფიკოს კლასელი და ჩვენი მეგობარი. გაგიჟებით უყვარდა. დღემდე ვერ ვინელებ მისი გარდაცვალების ამბავს.

მე და სოფიკო სკოლის პერიოდიდან ვიცნობდით ერთმანეთს. მახსოვს, როგორ გავიხარე, გიორგი შენგელაიამ რომ მითხრა, მე და სოფიკოს ერთმანეთი გვიყვარსო. გიორგი ჩემი მეუღლის ძალიან ახლო მეგობარი გახლდათ და ჩემი შვილი, ეკა, მისი ნათლულია. სოფიკო იყო ქალიც, კაციც, გიჟიც და არისტოკრატიც. შეიძლება ქალს ყველაფერი გამოსდიოდეს?… მამამისს, მიშა ჭიაურელს, ძალიან ვუყვარდი. მათთან რომ მივდიოდით, ყველა დროს ატარებდა, მე კი ოთახში ჩამკეტავდა და მამღერებდა. ახლა ამ მოგონებებს ძალიან ვაფასებ.

სოფიკოს გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ჩემთვის… ადამიანი რომ გარდაიცვლება, მის სამახსოვროდ რაღაცას იტოვებენ ახლობლები. ოჯახის წევრები არიგებენ მის ტანსაცმელს, ნივთებს… სოფიკოსგან ყველას რაღაც შეახვედრეს, მე კი არაფერი შემხვდა და გული მეტკინა… მეც ხომ მეჭირა რაღაც ადგილი მის ცხოვრებაში… წლების მერე, წყალდიდობა რომ მოხდა თბილისში, მირანდა მირიანაშვილმა საქველმოქმედო კონცერტი გამართა, მე და ნატალიაც გამოვედით. იქ გასაყიდად გამოტანილი იყო სხვადასხვა ნაკეთობა, ხელოვნების ნიმუშები, ნივთები, რომ შემოსული თანხა გადარიცხულიყო წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად. ვხედავ ეკრანზე ნიკუშა შენგელაია გამოჩნდა. ხელში მძივები ეჭირა. ეს სოფიკოს აცმული მძივებიაო, თქვა, მსურველი შეიძენს, გადახდილ თანხას კი კეთილ საქმეს მოვახმართო. ერთმა შესანიშნავმა პიროვნებამ ეს მძივები იყიდა, მოვიდა და მე მაჩუქა. მერე ნიკუშას ვუთხარი, სოფიკოსგან არაფერი რომ არ მქონდა, ეტყობა, თვითონ გამომიგზავნა-მეთქი. ეს მძივი გამოსაჩენ ადგილას მიკიდია სახლში.


დიდი მუსიკოსები სულ ჩემ გვერდით იყვნენ – როსტროპოვიჩი, ტემირკანოვი, ჯანო კახიძე… როცა ვმღერი, მსმენელის თვალებში ვკითხულობ, როგორ მოქმედებს ჩემი სიმღერა მასზე… ყველაზე მეტად უსიტყვო კომპლიმენტი დამამახსოვრდა. ლენინგრადში მქონდა კონცერტი. რომ დასრულდა, ყველა მოდიოდა, რაღაცას მეუბნებოდა, ერთი კაცი კი იდგა მოშორებით და მიყურებდა. მივუბრუნდი, მეგონა, რამეს მეტყოდა, მან კი თვალები დახუჭა და თავი გადააქნ-გადმოაქნია. ასე უსიტყვოდ გამოხატა ჩემ მიმართ თავისი დამოკიდებულება.

ცხოვრებაში ბევრი რამ შემშლია, მაგრამ გამომისწორებია. დაუშვებელია, სულ კმაყოფილი იყო საკუთარი თავით. ხალხი ისე გიღებს, როგორც თავს წარმოაჩენ. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ძალიან დაბალია გემოვნება. უწინ ყველაფერს ყურადღება ექცეოდა, როგორ დგახარ, ზიხარ, რას ამბობ. ახლა ან როგორ სხედან, ან როგორ აცვიათ! საზოგადოება უნდა დააფასო, ხალხი ხომ გიყურებს და შენგან რაღაცას სწავლობს…

სულ ვიპრანჭებოდი, კინოსტუდიის წინ გავივლიდი ხოლმე და ვფიქრობდი, ეგება შემამჩნიონ და ამიყვანონ-მეთქი, მაგრამ მე ვინ შემამჩნევდა, რას ვგავდი!.. სოფიკოს ხომ მე ვახმოვანებდი (“ვერის უბნის მელოდიები”, “დათა თუთაშხია”), ჰოდა, ერთხელაც თენგიზ აბულაძემ ფილმში “სამკაული ჩემი სატრფოსათვის” ეპიზოდური როლი შემომთავაზა. ისეთი გაკვირვებული ვიყავი!.. კარგად ვითამაშე და იცით, ვინ გამახმოვანა? სოფიკომ. ძალიან გადაჯაჭვული ვიყავით, თუმცა ერთმანეთს არ ვგავდით. მე წყნარი და თავშეკავებული ვიყავი, ის – გიჟი, მაგრამ შინაგანად რაღაც საერთო გვქონდა.

თეგები: ნანი ბრეგვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved