• რეკლამა
  • კონტაქტი
21:46, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მიშას ელექტორალური რესურსით ენმ- ში გახელისუფლდა ტრიო – კეზერაშვილი/მერაბიშვილი/ვარშალომიძე…“ – დავით ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:54 02-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,163

რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ენმ არ საუბრობდა მორიგ, უკვე მერამდენე ყავლგასულ ბოიკოტზე. როგორც ჩანს, თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებული მხარე იმედოვნებდა სააკაშვილის გათავისუფლებას. ეს კი უაღრესად არაკვალიფიციური მოლოდინი იყო. საკუთარი მორიგი ინტელექტუალურ- პოლიტიკური შეცდომის გადაფარვა ვერ მოხერხდება ვერც წუხანდელი და ვერც დღევანდელი მეჩხერი აქციებით.

ესაა სირაქლემას პოზაში ყოფნა და პოლიტიკური მარცხის დაფარვის უსუსური, მარცხისთვის განწირული მცდელობა. ნიკა მელია და ენმ-ს დეპუტატთა ნაწილი საჯაროდ აცხადებენ, რომ პოლიტიკური ბოიკოტი არაფრისმომტანი იქნება და ნიშნის მოგებით ეუბნებიან თანაპარტიელებს( ჯერ კიდევ თანაპარტიელებს), მანდატების დატოვება არ გინდათ და ბოიკოტს შეაფარეთ თავიო. მით უმეტეს, ღიმილისმომგვრელია რამდენიმე დეპუტატის მხრიდან ერთდღიანი ბოიკოტით მათთვის სოლიდარობის გამოცხადება.

სამწუხაროდ. კვლავ ვერ შეიქმნება 5-6 ივლისის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელიც გუშინ ბიუროზე კვლავ დაარეგისტრირა ხათუნა სამნიძემ (ნაცების ბოიკოტი სულ წინ უსწრებს ხოლმე კენჭისყრას ამ საკითხზე. ასე ემთხვევა. რამდენმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ამოისუნთქა შვებით, რომ საპატრიარქოსთან დაპირისპირება არ მოუწევს, არ ვიცი. ასეთები რომ არიან, კი ვიცი).

პარლამენტიდან და საკრებულოებიდან რომ ენმ-ს წევრების დიდი ნაწილი არ გავა, ეჭვგარეშეა. ხაბეიშვილის, ჩალაძის და სხვათა მუქარა სასამართლო გადაწყვეტილების წინ ხომ არაკვალიფიციურობის აპოთეოზი იყო – ჩათვალეს, რომ საგარეო ზეწოლას ბიძინა ვერ გაუძლებდა და მიშას მოსალოდნელი გათავისუფლების საქმეში წინასწარ გამარჯვებულ, ბიძინას დამჩმორებელ მხარედ თავის წარმოჩენა მოუნდათ? თუ ასეა, ეს არაა პოლიტიკის მინიმალური სტანდარტიც კი. თუ არ ელოდნენ გათავისუფლებას, ფუჭი გასროლა რაში სჭირდებოდათ? არც აქაა პოლიტიკა. მით უმეტეს, რომ ამჟამად ქუჩა სულაც არაა აბობოქრებული. იმდენჯერ გაილია არაადეკვატური მოლოდინებით ოპოზიციური ენერგია ქუჩაში, რომ ახლა სწორედ რომ ოპოზიციურ საქმიანობაში არაა ქუჩის შემადგენლის იმედად ყოფნა ჭკვიანური.

არც “უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და ქართული პოლიტიკა აღარ მაინტერესებს, ქართულად არ ვილაპარაკებ” ტექსტი უწყობს ხელს არანაცი და მეტიც, საკმაო დოზით ნაცი ამომრჩევლისაც ქუჩაში აქტიურობას. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის, ოჯახის ახლობლების ყოფნა ხაბეიშვილის (ბევრისთვის- ვანო/ კეზერას) მხარეს, არ განაწყობს მათ ქუჩის თუ საგარეო აქტიურობისკენ. ზოგმა საჯაროდაც გამოხატა ეს. თითოეული იმ ადამიანის ფასი, ვინც უკვე უარი უთხრა ახალ უფროსობას პარტიის პოლიტსაბჭოში ყოფნაზე, ან ვინც კატეგორიულად არ მოიწონა ეს ფსევდობოიკოტი, იმაზე ბევრად უფრო მტკივნეული იქნება პარტიისთვის, ვიდრე ხაბეიშვილს და მის უფროს/ უმცროსობას წარმოუდგენია, ალბათ. ენმ გაიყოფა. ეს გარდაუვალი პროცესია. ამაში არა მხოლოდ ტაქტიკური სხვაობა, არამედ ღირებულებითი ნიშნებიც შეინიშნება.

ამასთანავე, პარლამენტის და საკრებულოების დატოვების მოიმედე თუა წამსვლელებიდან ვინმე, ეს მისი გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, რადგან სწორედ საპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობის შემთხვევაში შედგება წასულების მომცრო თუ საშუალო პარტია ფრაქციებითურთ პარლამენტსა და საკრებულოებში. სააკაშვილის საკითხი არის ჰუმანიტარული საკითხი რეალურად. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და სიცოცხლეც საფრთხეშია. გასაგრძელებელია ბრძოლა სტრასბურგშიც და საგარეო ზეწოლაც ზელენსკისა და სხვების მხრიდან. უკრაინელი პოლიტიკოსია ის დღეს და საქართველოს პრეზიდენტი იყო წარსულში. ამ ფაქტორების ერთობლიობა რეალობაა. ხელისუფლებასთან გამრიგებელი ადვოკატ(ებ)ის ფაქტორი ჯერჯერობით მხოლოდ წამგებიანი აღმოჩნდა. ქართული პოლიტიკა კი უნდა დავინახოთ, გავიაზროთ მიხეილ სააკაშვილის გარეშე. ესაა ახალი პოლიტიკური რეალობა. მიშას ელექტორალური რესურსით ენმ- ში გახელისუფლდა ტრიო. კეზერაშვილი/მერაბიშვილი/ვარშალომიძის ფინანსური, საჯარო სივრცის და საკადრო რესურსითაც იგი უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკური ოდენობაა… ფაქტიურად, მიშასგან დამოუკიდებლიც. აჭარაში უზარმაზარი უპირატესობით მოიგო ვარშალომიძის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხაბეიშვილმა და უზრუნველყო პირველივე ტურში გამარჯვება. არსად სხვაგან მიახლოებულიც კი უპირატესობა ხაბეიშვილს არ ჰქონია. ამიტომ ვახსენებ სამეულს, ტრიადას…დავარქვათ უფროსი ტრიო. რამდენად შედუღაბდება( ან ვერ შედუღაბდება) ეს სამეული, დრო გვიჩვენებს. ელექტორალურად ენმ განახევრდებთუ ორ მესამედს შეინარჩუნებს, ამასაც დრო გვიჩვენებს( 2017- ის არაჩევნებზე 17/10- ზე გაიყო 2014 და 2016- ის ენმ- ს 27 პროცენტი.

ახლა ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი კვლავ უბრუნდება შარლ მიშელის პროცესის უზრუნველმყოფ საპარლამენტო ოპოზიციას და მათ პარტნიორებს. იქნება მატებაც მათ ფლანგზე, როგორც ჩანს. პოლიტიკური ბულინგის დრო კარგა ხანია, დამთავრდა ქართულ ოპოზიციაში. ენმ- ს შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით ჯერ კიდე მიშელის პროცესის დროს ამოიწურა. ახლა არც არავის გახსენებია. ძველი და ახალი არანაცური ოპოზიციის წარმატებულ კონფიგურაციაზე გადის დღეს ქართული ოპოზიციური და, შესაძლოა, სამომავლოდ სახელისუფლებო პოლიტიკა”

თეგები: დავით ბერძენიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved