• რეკლამა
  • კონტაქტი
22:29, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მიშა შიმშილობს და საკუთარ სიცოცხლეს დებს სასწორზე… გადაწყვიტა, რომ მორალურ ბრძოლაში მაინც აჯობოს ბიძინა ივანიშვილს“

ალია ავტორი - ალია
10:08 10-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

„წეღან ფორმულას ვუყურებდი და ლაშა ბუღაძემ თქვა სააკაშვილზე, მისი სისუსტე მისი სიძლიერეაო, და ამით ახსნა სააკაშვილის შიმშილი პატიმრობაში.

ბევრი კითხულობს, რატომ შიმშილობს მიშა, რა უნდა? რა არის მისი მოთხოვნა? რადგან მიშას მოთხოვნა ასე ზუსტად არ მოგვისმენია. თუ გამოშვებას ითხოვს, არც შეებრალებათ და არც გამოუშვებენ. ნამდვილად არ შეებრალმება ბიძინას მიშა და ეგებ სულით და გულითაც კი უნდა მისი სიკვდილი, მაგრამ… და აქ დიდი მაგრამია…

რომელ ჭკუათმყოფელს ენდომება მისივე დატუსაღებული, აშკარად პოლიტიკური პატიმარი – მესამე პრეზიდენტი ხელში ჩააკვდეს?! ეს ამბავი ხომ მიშასაც სცდება და ბიძინასაც – ეს საქართველოს ისტორიაა. ერთი პრეზიდენტი ხომ მოგვიკვდა ასე გაუგებრად და დევნილობაში, ის ვერ მოგვინელებია ჯერ. ახლა რომ იგივე განმეორდეს, ერის ტრავმა იქნება, (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაკრიტიკებელი და მოძულე ყავს მიშას). პრეზიდენტის ასეთი სიკვდილი არც ისტორიულად და არც ფსიქოლოგიურად არ უნდა საქართველოს – ეს ცალსახაა.

მოდი მივუბრუნდეთ შიმშილს. მიშას შიმშილი ჩვეულებრივი არ აღმოჩნდა, მას თურმე სისხლის ისეთი დაავადება აქვს, რომელიც შეუთავსებელია ხანგრძლივ შიმშილობასთან. ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანი რასაც იშიმშილებს, იმას ვერ გაუძლებს სააკაშვილის ფიზიკური სხეული. აბა, რატომ შიმშილობს? ბევრი ბრაზობს კიდეც, არ უნდათ რა საქართველოში კიდევ ერთი პრეზიდენტის საშინელი სიკვდილი. სააკაშვილი კი იმიტომ შიმშილობს, რომ სხვა არაფერი დარჩენია: მიშას იმდენი ხანი ეძახეს მშიშარა და მატყუარა, რომ მისი უბრალო პატიმრობა და მერე თუნდაც უკრაინისთვის გადაცემა, იქნებოდა სააკაშვილის მორალური გატეხვა და მარცხი. ბიძინა სააკაშვილსაც ისე დაღეჭავდა და გადმოაფრთხებდა, როგორც ეს გაუკეთა ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, საკუთარსაც და სხვისასაც. ის არავის ინდობს, მას არ სჭირდება ძლიერი ადამინი გვერდით. ყველა პოლიტიკოსს ღეჭავს, ყველას აფურთხებს, და პირველ რიგში საკუთარს, ჩუგოშვილიდან დაწყებული კობახიძით დამთავრებული.

ესეც თქვენი პასუხი შიმშილობაზე. მიშა შიმშილობს და საკუთარ სიცოცხლეს, ანუ ყველაზე ღირებულს, რაც ახლა მას გააჩნია, დებს სასწორზე. მან გადაწყვიტა, რომ მორალურ ბრძოლაში მაინც აჯობოს ბიძინა ივანიშვილს, ან ცოცხალმა, ან მკვდარმა. მართალია, ბიძინამ მიშაც მაგრად დაღეჭა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ გადმოაფურთხა და აქ და ახლა ყელში ყავს გაჩხერილი ფხასავით. სწორედ ამიტომ და მხოლოდ ამიტომ შიმშილობს სააკაშვილი. მე მესმის მისი, ამავდროულად მე საქართველოს მხარეს ვარ, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება კიდევ ერთი პოლიტიკურ დევნილობაში მკვდარი პრეზიდენტი, ისევ მსხვერპლი, ისევ უსამართლობა.

პ.ს. მე არ ვიცი, ხვალ აქციაზე წახვალთ თუ არა, მაგრამ სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ – ეს არჩევნებია. დროა ქართველმა ერმა სილა გააწნას ამ ბოროტ ოლიგარქს, რომელიც კიბოსავით გაიზარდა და მოგვედო მთელ ქვეყანას. ჩვენ ეს კიბო უნდა დავამარცხოთ. და მე პირადად ვაპირებ ვიბრძოლო ბოლომდე, და იცოდეს საცოდავმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მე არ ვარ ერთი და მე არ ვარ მარტო და ჩემნაირებს გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ არც კი დაგვიწყია. საქართველოს ბიძინა ივანიშვილს ჩვენ არ დავუთმობთ!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved