• რეკლამა
  • კონტაქტი
05:49, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშა ხვდება, რომ ეს მისი ალიანსი არაა, ესაა მოღალატეების ალიანსი და ფინანსდება “ოცნებისგან. მოუხდა ციხე” – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
23:13 04-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
373

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, ტვ პირველთან, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს:

ნაცების ბელადი ყოველთვის იყო მიშა და უცბად, რაღაცა ხელოვნურმა ოპოზიციამ, რომელსაც ქოცები აფინანსებენ… 10 მილიონი ხომ დაადასტურა გვარამიამ და წარმოიდგინეთ 10 მილიონის შოვნა ამ ქვეყანაში ბიძინას გარეშე, მიშაც აძახებს ახლა, ეს ხომ არასერიოზულია?

მე მინდა მიშას განცხადებასაც გამოვეხმაურო, მგონი, ძლივს აზრზე მოდის სააკაშვილი, ციხე ძალიან მოუხდა მის შემოქმედებას აშკარად, იმიტომ რომ მიშამ რაც თქვა გუშინ, რამდენი ხანია მე მაგას ვიძახდი, მაგის გამო ვარ დაბლოკილი ტელევიზიებში, მაგის გამო მეძახდნენ ქოცს და ათას უბედურებას და გამოვიდა მიშა და თქვა ერთი–ერთში იგივე, ცხადია იქ რაღაცა ნაწილები თავის გემოზე დაალაგა, მაგრამ ფაქტები ერთი–ერთშია, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა პირველად მოისყიდა ხალხი, ვინ მოისყიდა, თქვენ ჩემზე კარგად იცით, 2018 წელსაც და ესეც კარგად იცით, რომ მეტწილად იგივე ხალხია… ეს თქვა სააკაშვილმა, პირდაპირ ჯერ სახელებს არ ამბობს, მოდი, ვაცადოთ, ახლა იწყებს კაცი.

მერე თქვა 2024 ის ამბავი, გილაურის და მერე რაც თქვა, ეს კოალიციურობანა და მაიმუნობა უნდა მოვრჩეთო. ამ ყველაფერს ხომ სულ ვამბობდით? რომ მიშას ლილიპუტები არაფერ შუაში არიან, რომ ნდობა, თითქოს სააკაშვილი არ იქნება ერთპიროვნული მმართველი – სასაცილოა.

მოდით, მივიღოთ ფაქტი, ნაცმოძრაობის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, იქ არიან ვიღაცეები, რომლებიც პერიოდულად ღალატობენ და მერე ურიგდებიან მიშას, მიშაც ლოიალურია ამ მოღალატეებს მიმართ, იმიტომ რომ ამბობს, კაი, მორჩით, ბიძინასგან ამ პატარ–პატარა ფულების აღებას, ვითომ პატარ–პატარა კომპრომისების სანაცვლოდ და მოდი, ახლა მართლა დავიწყოთ ბრძოლაო.

ის ხომ არ ეუბნება გვარამიას, რომ მე შენ ვერ გაპატიებ, რომ მიღალატე, ან ხომ არ ეუბნება ბოკერიას, რომ მე შენ ვერ გაპატიებ ღალატს – არა. ეს მისი სამუშაო ტაქტიკაა. მთავარი, რასაც გულწრფელად ამბობს, არანაირი კოალიციური მმართველობა, არანაირი მაიმუნობა, მე ვარ ერთადერთი და მოდით, შემომიერთდით, ვისაც გინდათ. პრინციპში სწორია, აქამდეც უნდა ექნა ეგ.

არანაირი სხვა პარტია არ არსებობს, ამ ქვეყანაში არსებობს სამი პარტია, ქოცები, ნაცები და გირჩი და მიხეილ სააკაშვილს უწევს პასუხისმგებლობა ახლა იმაზე, რომ თავის დროზე არ აღიარა ეს. 2024 წლის არჩევნების წინ ხომ ამას ვეუბნებოდით? – მიშა, შენს ხმებზე ნადირობენ, შენს ხმებს იპარავენ…

მე ვფიქრობ, მიშამ დაიწყო მიხვედრა, რომ ეს არანაირად მისი ალიანსი არ არის, ეს არის მოღალატეების ალიანსი და ფინანსდება ქართული ოცნების ფულით. ამ ხალხში შევიდა მიშა იმ იმედით, მაინც ჩემი იქნება, სადაც მე ვიქნები ალიანსშიო, მაგრამ იქ დაუპირისპირდნენ ჩერგო, გვარამია, ვიღაცეები და მიშას ხმის ამოღების უფლება არ მისცეს. ახლა მიშაზეა არჩევანი, ბოლომდე მოვა გონზე და იტყვის რომ, ის კი არა, არ გავდივარ ალიანსიდანო, არამედ ის, რომ არანაირი ალიანსი არ არსებობს, ესენი არიან ქოცებისგან დაფინანსებული სატელიტები…

აი, გახარიას ქეისი ხომ გახსოვთ? გახარია რომ წავიდა და ბიძინამ რომ მოღალატედ გამოაცხადა ერთ თვეში წასვლიდან? ხომ იმუშავა ამ ტაქტიკამ და ხომ არ შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ სწორად არ მოიქცა? – პირიქით, ბიძინა ივანიშვილი სწორად მოიქცა და მისი ხმები არ გაატანა მის გუნდში დაბუდებულ მოღალატეს. მიხეილ სააკაშვილმა, შეიძლება იმის გამო რომ ციხეში იყო, მე არ ვიცი მიზეზი, მაგრამ მშვიდად უყურა ღალატის პროცესს 2024 წელს, ტაშს უკრავდა – 4,5,9,25–იო და 4,5,9,25 იყო მის წინააღმდეგ. მე ასე მჯერა, რომ შეპირდნენ, გამოგიშვებთ, მიშა, ოღონდ გვაჩუქე ეს არჩევნებიო, მაგრამ სრულიად გაუგებარი იყო ეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved