ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ადამიანების იმ კატეგორიების ჩამოთვლას ცდილობს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად აეროპორტში წასვლას მოინდომებენ.
„მიჭირს წარმოვიდგინო, რამდენი ადამიანი დახვდება ბელადს აეროპორტში,“- წერს ქართველიშვილი.
„მიჭირს წარმოვიდგინო:
✓ რამდენი ადამიანი დახვდება ბელადს აეროპორტში, ვინც ბელადმა საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად აქცია.
✓ რამდენი “შავოსანი” დედა დახვდება, ვისი ბავშვებიც საზარბაზნე ხორცად ჩაატოვა ოკუპანტისთვის მირთმეულ ქართულ მიწაზე.
✓ “გამქათამებლების” ხელში რამდენი ადამიანი ჩააგდო ციხეში – მათი ახლობლები რომ მივიდნენ აეროპორტში.
✓ ცხინვალში მუხლდაჩოქილი და ღირსებაახეული პოლიციელი ან თავდაცვის სამინისტროს “ჯაშუშებად” გადაქცეული, გა-ორ-ტრუპებული ოფიცრების ოჯახის წევრები რომ დახვდნენ.
✓ 2006 წელს, რუსეთიდან საქონელივით დეპორტირებული ქართველები რომ მივიდნენ აეროპორტში.
✓ არარსებული ციხის “ბუნტის” მსხვერპლთა ჭირისუფალნი.
✓ ფეიკ “ფოტოგრაფთა” საქმის… სასტიკად დარბეული 7 ნოემბრის, 26 მაისის მოქალაქენი.
✓ მოსკოვის მითითებით გაუქმებული ეროვნული უშიშროების აკადემიის თანამშრომელნი და მრავალი-მრავალი სხვა!!!
აი თუნდაც ეს კონტინგენტი რომ დახვდეს მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს – მის ადგილას, ჩამოხვიდოდით?“- წერს ანალიტიკოსი.
ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს გეგმავს. ამის შესახებ მან გუშინ გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სააკაშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე კიევი-თბილისის ავიაბილეთი გამოაქვეყნა.
კომენტარები