მოკლული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავი, მირიან ნიკოლაძე 2020 წლის არჩევნებში პარლამენტარობისთვის იბრძოლებს. მირიან ნიკოლაძემ ინფორმაცია „ფორმულანიუსს“ დაუდასტურა.
მისი განცხადებით, ის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი არ იქნება.
მირიან ნიკოლაძე “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი და გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.
კომენტარები