• რეკლამა
  • კონტაქტი
01:39, ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიქაუტაძემ მარტში 9600 ლარი მიიღო საკუთარი განკარგულების საფუძველზე

ალია ავტორი - ალია
22:12 04-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

პანდემიის პირობებში, გასულ თვეში მოსამართლეებმა ხელფასი, ყოველთვიურ დანამატი და ასევე ხელფასის 60 პროცენტი მიიღეს. განკარგულება, რომლის მიხედვითაც მოსამართლეებისთვის ორმაგი დანამატის მიცემა განისაზღვრა, არაფერი წერია – რის გამო დააჯილდოვეს მოსამართლეები.

სასამართლოები დისტანციურ რეჟიმში გადავიდნენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. სასამართლო პროცესების ნაწილი პანდემიის გამო გადაიდო.

„…საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ყოველთვიურ დანამატთან ერთად 2020 წლის მარტში თანამდებობრივ სარგოზე დანამატი განესაზღვროთ თანამდებობრივი სარგოს 60 %-ის ოდენობით,“ – წერია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ განკარგულებაში, რომელსაც მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აწერს ხელს.

საბჭოს პრესცენტრში ყურადღებას ამახვილებენ განკარგულების გამოცემის თარიღზე – ის 13 მარტსაა მიღებული, როცა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ იყო. აქ გვითხრეს, რომ აპრილში მოსამართლეები დანამატს აღარ აიღებენ.

რამდენია მოსამართლის ყოველთვიური დანამატი? – ეს ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში ვერ მოგვაწოდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოსამართლეების ყოველთვიური დანამატი 500 ლარია, თუმცა მას არ იღებს ყველა მოსამართლე და არ გაიცემა ყველა სასამართლოში.

მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს კანონი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, საქალაქო და რაიონული მოსამართლეების ხელფასი თვეში 4 თასი ლარია, თავმჯდომარის – 4600, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ჯამაგირი – 5 ათასი ლარია, თავმჯდომარისა – 5800. უზენაესი სასამართლოს წევრის ხელფასი 6 ათასი ლარია, თავმჯდომარის – 7 ათასი ლარი.

გამოდის, რომ მარტში პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ აიღო ხელფასი 4 ათასი ლარი, ამას ემატება ხელფასის 60 პროცენტი და ეს 2400 ლარია. ჯამში მოსამართლეს [ყოველთვიური დანამატის გარდა, რომლის ზუსტი ოდენობაც ჩვენთვის უცნობია] მოსამართლეს 6 400 ლარი აუღია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარე მიიღებდა – 7360 ლარს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 8 000 ლარს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 9 280 ლარს.

ამავე განკარგულების მიხედვით, გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ეს განკარგულება გამოსცა და ამავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, მარტში აიღო ხელფასი 6 ათასი ლარი, ამას დაემატა ხელფასის 60 პროცენტი – 3600 ლარი. ჯამში გიორგი მიქაუტაძეს, მის მიერ გამოცემული განკარგულების შესაბამისად, 9 600 ლარი აუღია. ჩვენთვის უცნობია, იღებს თუ არა, ან რა ოდენობით იღებს ყოველთვიურ დანამატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ განმარტავენ, რის გამო მიიღეს ყოველთვიურ დანამატთან ერთად ხელფასის 60-პროცენტიანი დანამატი მოსამართლებმა.

13 მარტს, როცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს განკარგულება გამოსცა, უკვე გამოცხადებული იყო პანდემია კორონავირუსის გავრცელების გამო – პანდემია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის საქართველოში covid 19-ით დაინფიცირებული უკვე იყო 25 ადამიანი და საჯარო უწყებების ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 13 მარტს პრემიერმა გახარიამ ტურიზმში ჩართულ კომპანიებს 4 თვით გადაუვადა ქონების და საშემოსავლო გადასახადი.

აპრილში ხელისუფლებამ საჯარო თანამდებობის პირების ხელფასებიდან ერთი მესამედის covid 19-ის დასახმარებელთა ფონდში ჩარიცხვა დააანონსა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში დღეს, 8 აპრილს გვითხრეს, რომ ხელფასის ნაწილი ფონდში მოსამართლეებმაც ჩარიცხეს, თუმცა რამდენი იყო ასეთი მოსამართლე, ან რამდენი ჩარიცხეს მოსამართლეებმა პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად, უცნობია.

დღეს, 8 აპრილს, უზენაესმა სასამართლომ ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფონდში მარტში, 22 ათასი ლარი გადარიცხეს.

ბათუმელები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან
ახალი ამბები

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

16:13 05-14-2025
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

14:17 05-14-2025
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი ამბები

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

14:11 05-14-2025
თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

13:51 05-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved