• რეკლამა
  • კონტაქტი
17:42, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

ალია ავტორი - ალია
15:55 03-30-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
2 Circle connected 3D infographic. Two labels. Vector template.

2 Circle connected 3D infographic. Two labels. Vector template.

Facebook-ზე გაზიარება
68

ჭარბი წონა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. როცა სხეულის მასის ინდექსი 30 და მეტია უკვე, სხეული პირველ გამაფრთხილებელ ნიშნებს გაძლევს, როგორიცაა ძილის აპნოე, სუნთქვის დარღვევა ძილის დროს, ვარიკოზული ვენები, კენჭები ნაღვლის ბუშტში, სახსრების ტკივილი, კანის პრობლემები, გულის და სისხლძარღვების პრობლემები, დიაბეტი, თუ ენდოკრინული პრობლემები და ა.შ. ჩამონათვალი რეალურად ბევრად დიდია. მართალია, არაერთი დიეტა არსებობს, მაგრამ უმეტესად, ადამიანებს უჭირთ დიეტით წონის კლება, შემდეგ კი ამ კლების შენარჩუნება. იყო დრო, ბარიატრიაული ქირურგი მიუწვდომელ შესაძლებლობად სჩანდა, ადამიანები საზღვარგარეთ მიდიოდნენ ამ ოპერაციის დასაგეგმად და იქაც თვეობით ელოდებოდნენ რიგს. საბედნიეროდ, დღეს უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი ბარიატრიული ქირურგიის დაგეგმვა.

ცნობილმა და ბევრისთვის საყვარელმა იუთუბერმა, ბლოგერმა და ინფლუესერმა, ხატია ბურჯანაძემ 29 წლის ასაკში მიმართა ბარიატრიულ ქირურგს, გია მოსიაშვილს, რომელსაც პრაქტიკა აქვს მულტიფუნქციურ კლინიკაში „ნიუ ჰოსპიტალსი“ და ერთ წელიწადში 64 კილო აქვს დაკლებული.

გვიყვება, რომ ასეთ შედეგს თავადაც კი არ ელოდა.

ხატია ბურჯანაძე:

„ოპერაციიდან არის გასული ერთი წელი და ერთი თვე და უკვე 64 კილო მაქვს კლება. სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ არ ველოდი ამ შედეგს და მეგონა რომ ასე ერთ 30 კილოს დავიკლებდი და მორჩა, ეგ იქნებოდა. იმდენად რადიკალურად შევიცვალე და იმდენად სხვა ადამიანს ვუყურებ სარკეში რომ, ცოტა არ იყოს და თავადაც არ მჯერა ხოლმე.“

– როგორი იყო ცხოვრება ოპერაციამდე? ცხოვრების ხარისხზე თუ ახდენდა წონა გავლენას და როგორ?

– ოპერაციამდე ცხოვრებას რაცშეეხება, მაწუხებდა ხოლმე წნევები და მაშინ მე ეს ნორმალური მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ 29 წლის ვიყავი, ვფიქრობდი, ეტყობა ასეა, 29 წლის ასაკში უნდა მაწუხებდეს, ალბათ. მეტიც, უკვე სისტემატიურად ვიყავი წნევის წამალზე დამოკიდებული. არასდროს დამიშვია ის ფაქტი, რომ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები ჭარბი წონისგან ყოფილიყო გამოწვეული. ახლაღა ვიაზრებ, რომ თურმე, წონას ჯანმრთელობის ძალიან ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია. ჩემს ქირურგს რომ შევხვდი და მითხრა, –იცი რა, ხატია, შენ 29 წლის ასაკში, წნევა არ უნდა გქონდეს და არ არის ეს ნორმალური მდგომარეობა, გამოწვეულია სავარაუდოდ წონისგან, – აი, მაშინ მივხვდი რა რისკის ქვეშ იდგა ჩემი ჯანმრთელობა და მომავალში, რამდენად გაიზრდებოდა ეს რისკი.

გარდა წნევისა, იყო დაღლილობა, უენერგიობა, ძილიანობა. მაგალითად, კიბეზე ასვლა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი. როცა ვამბობ კიბეზე ასვლას, არ გეგონოთ, რომ მაღალ სართულზეა საუბარი, ვგულისხმობ, აი, მეორე სართულზე ასვლას. მეორე სართულზე ფეხით ასვლა იყო ჩემთვის ისეთი კოშმარი, მეგონა, ეს იყო ქვეყნის დასასრული. სტუმრად როცა მივდიოდი, თუ გავიგებდი რომ მეორე–მესამე სართულზე ცხოვრობს – ეგ იყო ჩემი ცხოვრების ტრაგედია და უზარმაზარი სტრესი.

– როგორ გრძნობ თავს ახლა, ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ?

– ამ ერთ წელში რა თქმა უნდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა კი არა, საერთოდ შედარებაც კი წარმოუდგენელია. როცა მახსენდება ერთი წლის წინანდელი პერიოდი, ვფიქრობ, რომ ვიღაც სხვა ცხოვრობდა იმ რეჟიმით. არც წნევა, ენერგიაც უხვად მაქვს, დაღლილობის შეგრძნებაც აღარ მაქვს მაშინდელივით. არც სუნთქვა მიჭირს, ძილის პრობლემებიც გაქრა.

– პირველი შედეგი სწრაფად გამოჩნდა?

– პირველი 20 კილო დავიკელი ერთ თვეში და ერთ კვირაში ზუსტად და არ მეგონა, აი, საერთოდ არ მეგონა მაშინ, რომ ჯამში 64 კილოს დავიკლებდი. მაქსიმუმ კიდევ 10 კილო და მორჩა, – გაჩერდება–თქო, მეგონა. არც ესაა საბოლოო შედეგი, ახლა აღარ ვთვლი, რომ ეს ჩემი საბოლოო შედეგია, იმიტომ რომ კიდევ ვაგრძელებ კლებას. 125 კილო ვიყავი ოპერაციამდე და ახლა ვარ 61 კილო.

– როგორ შეარჩიე კლინიკა და ექიმი? სწრაფად მიიღე გადაწყვეტილება, თუ დიდხანს გეგმავდი და ორჭოფობდი?

– სხვათა შორის, მე ვარ ძალიან სპონტანური ადამიანი და გადაწყვეტილებებს ვიღებ ხოლმე ძალიან სწრაფად. ერთ დღესაც, ერთ-ერთი დასვენებების პერიოდში, გადავწყვიტე რომ ახლა საქართველოში რომ ჩავალ, ოპერაციას გავიკეთებ. როგორც კი ჩამოვედი ეგრევე დავიწყე ქირურგის მოძიება. იქამდეც დიდი ხანი მაწუხებდა ჭარბი წონა, მაგრამ ბარიატრიაზე ასე არასდროს მიფიქრია. როგორც კი დავფიქრდი, ეგრევე გადავწყვიტე და ეგრევე მოვიძიე ქირურგი. ნიუ ჰოსპიტალსთან იქამდეც მქონდა შეხება და როცა გავიგე რომ ბარიატრიული ქირურგიც ყავდათ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მისი გამოცდილება მოვიძიე, მისი ოპერაციების შედეგები. აღმოჩნდა, რომ გია მოსიაშვილს ჰქონდა უდიდესი გამოცდილება და საოცარი შედეგები. ბევრი აღარ მიფიქრია, სიმართლე გითხრა და პირველივე ვიზიტი, როგორც ბარიატრიულ ქირურგთან, იყო მასთან. როგორც კი შევხვდი, მივხვდი რომ ამ ადამიანს ჩემს სიცოცხლეს ვანდობდი და ზუსტად ის იქნებოდა ქირურგი, რომელიც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა.

– გაამართლა? შედეგს არ ვგულისხმობ, შედეგით რომ გაამართლა, მგონი, ყველაც ვხედავთ, კლინიკას ვგულისხმობ, იქ ყოფნის პერიოდს, ოპერაციის დაგეგმვას, ოპერაციას, კომუნიკაციას თუნდაც.

– საოპერაციოში რომ შევედი, აი, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სწორად ვანდე ჩემი ბედი და ნამდვილად საიმედოა ქირურგიც, მისი გუნდიც და კლინიკაც. „ნარკოზის“ გაკეთების პროცესისას ისე ზრუნავდნენ ჩემზე, რათა არ შემშინებოდა, ოპერაციის შემდგომ, პალატაში ექთნები იმდენად ყურადღებიანები იყვნენ, რომ ცოტა არ იყოს და მიკვირდა, ვფიქრობდი, ამდენი ყურადღება ნეტავ რით დავიმსახურე? მერე მივხვდი, რომ თითოეულ პაციენტთან ასეთები არიან. მას შემდეგ, ყველასთან და ყოველთვის,1000 პროცენტიან რეკომენდაციას ვუწევ ამ კლინიკას.

რაც შეეხება ოპერაციის დაგეგმვას, როცა მესმის ხოლმე, როგორ ელოდებიან პაციენტები ანალიზების პასუხებს, როგორ იკეთებენ კვლევებს რამდენიმე დღის თუ კვირის მანძილზე, მერე როგორ აგროვებენ ამ პასუხებს ერთად, კიდევ ერთხელ ვხვდები, რამდენად კომფორტული ყოფილა ნიუ ჰოსპიტალსი, ოპერაციისთვის მომზადება იყო ჩემთვის უმარტივესი, კლინიკაში მისვლისას ერთ დღეში, ერთ სივრცეში ჩამიტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, ანალიზები და ყველაფრის პასუხი ერთიანად მოვიდა. ეს იყო ძალიან კომფორტული. შესაბამისად, სწრაფად დაიგეგმა ოპერაციაც.

– ოპერაციის შემდგომი ეტაპი რთული იყო?

– ორი დღე ვიყავი კლინიკაში, ცოტა ტკვილები, ცხადია, მქონდა და მიყუჩებდნენ. გამოწერის შემდეგ, საერთოდ აღარ მქონია ტკივილი, თუმცა, თუ მექნებოდა ტკივილის შეგრძნება, გამაყუჩებლის რეცეპტი მქონდა. სახლშიც, დაახლოებით 2 დღე ვიწექი, დისკომფორტის შეგრძნება იყო, მაგრამ ვიყავი უბედნიერესი. კლინიკიდან გამოწერისას, უკვე 6 კილო მქონდა დაკლებული და ეს იყო ყველაზე მაგარი შეგრძნება.

რეალურად, ოპერაციის შემდეგ არ არის ის მომენტი, რომ აი, ბარიატრია გავიკეთე და მორჩა, დავიკლებ. ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ, უკვე ვცდილობდი მევარჯიშა. თავიდან ძალიან გამიჭირდა, დარბაზში ცუდადაც ვხდებოდი. ამიტომ შევისვენე და რამდენიმე თვეში ისევ დავიწყე ვარჯიში. ბევრს ჰგონია, რომ ბარიატრიის შემდეგ კანი მოშვებული ხდება. მე ვარ იმის მტკიცებულება, რომ თუ ივარჯიშებ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვები, კლებასთან ერთად, კანიც იდეალურ მდგომარეობაში იქნება. მგონია, რომ ვარჯიშით ძალიან დავეხმარე საკუთარ სხეულს კლების პროცესში. მე პირადად ვთვლი, რომ ბარიატრიის შემდეგ აუცილებელია ცხოვრების სტილის შეცვლა, ვარჯიში, ჯანსაღად კვება.

– რას ეტყოდი ადამიანებს, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება უჭირთ?

– ადამიანებს, რომლებსაც სურთ წონის კლებას, ჩემივე პირადი გამოცდილებით, ვურჩევდი ამ ოპერაციას, უბრალოდ, ამ გადაწყვეტილებამდე თვითონ უნდა მივიდნენ, თვითონ უნდა ჰქონდეთ გააზრებული, ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყვნენ, თუნდაც იმისათვის, რომ იგივე რაოდენობის საკვებს ვერ შეჭამენ, ცხოვრების სტილი საერთოდ შეეცვლებათ. ამისთვის თუ მზად არიან, აუცილებლად ვურჩევ ბარიატრიას, ხოლო, თუ მზად არ არიან, – ფსიქოლოგის კონსულტაციას. ფსიქოლოგიური მზაობა აუცილებელია ამ ოპერაციამდე, პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ ამ გზის გავლისთვის მზად არიან. თუ ამ გზას დააგებიან, – ნამდვილად ღირს. ერთი წელი და ერთი თვე გავიდა ოპერაციიდან და ყოველდღიურად შემიძლია ამის თქმა. მაგალითად, გუშინ. როცა მაღაზიაში მანეკენს „გავხადე“ XS ზომა ტანისამოსი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე ჩემს ცხოვრებაში.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved