პედაგოგი, ჟურნალისტი, როლანდ ხოჯანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“როცა წინ ჯდები, მინისტრი ხარ თუ სხვა, და ეს აკრძალული გაქვს თავად (ვფიქრობ, არც ეს აკრძალვაა საფუძვლიანი), აღარ უნდა ზედმეტი ახსნა, იტყვი, შემეშალა და გადაიხდი ჯარიმას. ესაა სულ…
პ.ს. ისე, ეს გრანდიოზული ჯარიმების პოლიტიკა გადასახედია…”
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი არაერთხელ შეამჩნიეს, რომ ავტომობილში წინ, მძღოლის გვერდით ჯდება, რაც თავად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით აკრძალულია ქვეყანაში.

კომენტარები