• რეკლამა
  • კონტაქტი
23:43, შაბათი, 7 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მინისტრ დავითაშვილს შარშან ამ სიტყვების უკან წაღება მოუხდა და წელსაც იგივე მოხდება!“

ალია ავტორი - ალია
00:55 09-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ანი დვალიშვილი

შარშანწინ არ იყო, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რომ თქვა, გამორიცხულია, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფომ სუბსიდია მისცეს, პროდუქტი რაც ეღირება, იმ ფასად გაიყიდებაო?! შარშან დავითაშვილს ამ სიტყვების უკან წაღება მოუხდა და წელსაც იგივე მდგომარეობაა – სახელმწიფო სუბსიდიაზე უარს არ ამბობს. მიზეზი მარტივია, შარშან საპარლამენტო არჩევნები იყო, წელს – თვითმმართველობის არჩევნებია და ხალხის გულია მოსაგები, თუმცა…

ბაზარში რომ გახვიდეთ, ვაშლს 1.50 ლარზე იაფად, უბრალოდ, ვერ ნახავთ. ამ დროს კი, სახელმწიფო მზად არის, შიდა ქართლის მაცხოვრებლებს, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებაში დაეხმაროს რაზედაც 10-თეთრიანი სუბსიდია დაამატოს. ქარხნებმა არასტანდარტული ვაშლის მიღების ფასად 22 თეთრი თქვეს, ამას 10 თეთრიც სახელმწიფოს ფეშქაში წაამატეთ და გამოვა, რომ ერთი კილო ვაშლი 32 თეთრი ღირს. არადა, იგივე არასტანდარტული ვაშლი ბაზარზე რომ გაიტანოს ფერმერმა, მინიმუმ 50 თეთრად მარტივად გაყიდის, თუმცა, ახლა, კრეფის დროს, მას ბაზარში დგომის დრო არ აქვს, აძლევს გადამყიდველს, გადამყიდველი კიდევ გადამყიდველს და მოდის ჩვენამდე გაოთხმაგებულ ფასში. ამის დარეგულირება კიდევ სახელმწიფოს, უბრალოდ არ უნდა, აქაოდა, ბაზარში არ ვერევითო. იმაში ხომ კარგად ერევით, ტონა ასფალტი 60$-ით რომ გაძვირდა და მშენებლებს აიძულებთ შეისყიდონ, რადგან წილში ივანიშვილების ოჯახის წევრებს ახსენებენ?!…

გაზრდილ ფასებს ცოტა ხნით შევეშვათ და ინფლაციაზე ვთქვათ. თუ გახსოვთ, აპრილის თვეში მთავრობის წევრები ერთმანეთს რომ ასწრებდნენ, ასეთი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში არავის აქვსო. ახლა რატომ არ ამბობენ, რომ საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 12.8%-ს შეადგენს. ასეთი მაღალი ინფლაცია ქვეყანაში ბოლოს 2011 წლის მაისში იყო, ანუ სანამ „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ერთი წლით ადრე. მაშინ, ნაციონლების წასვლაში დიდი როლი ამანაც ითამაშა, ბევრმა ჩათვალა, რომ მათ საკუთარი თავი ამოწურეს. რეკორდულმა ინფლაციამ კი ის მოიტანა, რომ ოფიციალურად, საქსტატის მონაცემებით, ფასები მომატებულია შემდეგი ოდენობით: ზეთი და ცხიმი – 43.9%, ბოსტნეული და ბაღჩეული – 42.2%, რძე, ყველი და კვერცხი – 17.3%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 16.9%, პური და პურპროდუქტები – 13.00%, თევზეული – 11.9%… სამწუხარო ის გახლავთ, რომ ჩამოთვლილთაგან საქართველო ვერც ერთს ვერ აწარმოებს იმ ოდენობით, შიდა ბაზარი დააკმაყოფილოს. ასეთ შემთხვევაში, ფასები ნაკლებად გაბერილი იქნებოდა, რადგან ადგილობრივი პროდუქტი ბევრად იაფად ფასობს. ახლა ვიღაც იკითხავს, თუ ასეა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 11.5%-ით რატომ გაიზარდაო  და იმიტომ, ბატონებო, რომ მთელი საქართველო წყალს მიაქვს, მაგრამ შემოტანილ მინერალურ წყლებს ქართულ ბაზარზე 30%-ზე მეტი უჭირავს. ჰო, ცნობისათვის, ვერც ეს დაარეგულირა საქართველომ, მაშინ, როცა კონკრეტულად მინერალური წყლების შეტანაზე საფრანგეთს ისეთი გადასახადი აქვს, ძალიან ცოტას უღირს, იქაურ ბაზარზე შესვლა. სამაგიეროდ, ადგილობრივი პროდუქცია იყიდება უპრობლემოდ, მაგრამ ჩვენ ხომ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, უნიკალური წყლების პატრონები, მზად ვართ, სხვას ნაგავიც გავუსაღოთ.

ასეთ პირობები, უმუშევრად დარჩენა, შიმშილით სიკვდილის ტოლფასია და ამიტომაც არის, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს მარტივად რომ იყენებს. ყველაზე საინტერესო მოცემულ ფასებში მაინც პურ-პროდუქტებია, რომელიც ზუსტად 13%-ით არის გაძვირებული. ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია და სამწუხაროდ, მტკიცებით ფორმაში გვიწევს იმის დაწერა, რომ არჩევნების შემდეგ პური კიდევ გაძვირდება და საკმარისზე მეტად. ამას არც პურის მცხობელთა ასოციაცია მალავს, არც ფქვილის შემომტანთა ასოციაცია და არავინ, გარდა ხელისუფლებისა. არჩევნების შემდეგ, ბიუჯეტში არ იქნება თანხა, რომ პურის ფქვილის სუბისიდირება მოხერხდეს და წისქვილკომბინატები ზღვარზე მუშაობენ. არ გამორიცხოთ, პური უკვე 3 ოქტომბერს გაძვირდეს, რადგან რეალობა ძალიან მწარეა – შემოტანილი ფქვილის ფასი ნაწარმოებ პურის ფასს ძლივს იღებს და მოგებაზე საუბარი არ არის. პურის გაძვირება ავტომატურად რომ ნიშნავს მაკარონის, ვერმიშელისა და ფქვილისგან წარმოებული სხვა პროდუქტების გაძვირებას, კარგად მოგეხსენებათ. შესაბამისად, სამომხმარებლო კალათაც გაძვირდება და რეკორდული ინფლაციის ფონზე როგორ შეეხება ეს ყველაფერი რიგით ადამიანებს, თავად განსაჯეთ.

თეგები: ლევან დავითაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved