• რეკლამა
  • კონტაქტი
10:19, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მინიმუმ 10 პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანმა მოკლა განზრახ, წინასწარ შეცნობით – პროკურორი 15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობაზე

ალია ავტორი - ალია
19:13 01-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სანზონაში მოკლული 15 წლის დავით კრავეიშვილის დედა დაკითხეს.

ბრალდების მხარემ პროცესზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ ბრალდებულ არასრულწლოვანს, დაზიანებები საერთოდ არ აღენიშნება, დანა კი, რომლითაც მკვლელობა მოხდა, პროკურატურის ვერსიით, არა მოკლულს, არამედ ერთ-ერთ დაკავებულ არასრულწლოვანს ეკუთვნის.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

“სასჯელის ნაწილში დედა კვლავ დააფიქსირებს თავის პოზიციას, როდესაც, დარწმუნებული ვარ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და დაინიშნება სასჯელის დანიშვნის სხდომა. მინიმუმ 10 პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანმა მოკლა განზრახ, წინასწარ შეცნობით, ასევე მეორე არასრულწლოვანმა დაფარა, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.  ბრალდებულს, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული, არავითარი დაზიანება არ აქვს,”- განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

4 დეკემბერს მოკლული 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ბრალი ორ არასრულწლოვანს წაუყენეს. ერთს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისთვის, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

გამოძიების ვერსიით, სანზონის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved