• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მინდა სიმართლე აღიარონ და ვინ როგორ დაისჯება, უფალს მივანდობ, არც ის მაინტერესებს, ციხეში ისხდებიან, თუ არა – დათუნა სარალიძის დედა

ალია ავტორი - ალია
16:48 01-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

რამდენიმე დღის წინ, დათუნა სარალიძის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ჯანაშია გაათავისუფლეს. მას თავის დროზე, საპროცესო შეთანხმებით, 4 წლამდე შეუმცირდა სასჯელი, ვადის 3/4-ის ამოწურვის შემდეგ კი, უდოთი გაათავისულეს.

რას ამბობდა “ალიასთან” შვილის მკვლელებზე დათუნა სარალიძის დედა:

არაფრის მოსმენა არ მინდოდა, რაც იმ ამბავს ეხებოდა, საერთოდ გვარებიც არ ვიცოდი…
მახსოვს, სამძიმარზე მოსული მასწავლებლებიდან ერთმა მითხრა – შენი შვილი ყველამ მიატოვა, ყველა გაიქცაო… – ეს სიტყვები მახსოვს. ხშირად მიფიქრია მერე ამ სიტყვებზე… დათუნა არ დატოვებდა, არასოდეს არავის დატოვებდა გაჭირვებაში…


არც სუბელიანი ვიცოდი ვინ იყო, მე ვიყავი სახლში, რომ მოვიდა, ხატი და ბიბლია რომ მოიტანა. ბოდიში რომ მოგვიხადა, ვერც მივხვდი, რისთვის გვიხდიდა ეს კაცი ბოდიშებს, მერე ზაზას ვუთხარი და ზაზამ მითხრა ვინც იყო.


ვბრაზობ თუ არა რომელიმეზე? არც კი ვფიქრობ მაგაზე.
მინდა აღიარონ და სიმართლე თქვა, მერე ვინ როგორ დაისჯება, უფალს მივანდობ, არასოდეს არც ერთი არ დამიწყევლია…
ერთ-ერთი მშობელს მოსვლა უნდოდა, ეს არ იყო კალანდიას მშობელი, მაშინ არავისთან საუბარი არ მინდოდა, მერე აღარ გაუმეორებია თხოვნა, ახლა რომ მოვიდეს, დაველაპარაკები, მოვუსმენ…

ერთადერთი რაც მინდა, აღიარონ, თქვან სიმართლე, მოინანიონ.
მონანიების და აღირების ნაცვლად, დათუნასთვისაც კი დაიწყეს ტალახის სროლა, რა აღარ დააბრალეს.
მე იმათიც მესმის, მშობლები არიან და ცდილობენ თავიანთი შვილების დაცვას, მაგრამ ასე და ამ გზით ვერ დაიცავენ, სისხლი ისედაც ყველაზე რთული მოსანანიებელია…


სიმართლე გითხრათ, მე არც ის მაინტერესებს ციხეში ისხდებიან, თუ არა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? რას შემიცვლის? რას შემიმსუბუქებს? გარდა იმისა, რომ ეცოდინებათ, რომ თუ სხვის შვილსაც დაუშავებენ – დაისჯებიან – ამის გარდა, რას შეცვლის, გთხოვთ, მითხრათ?
ჩვენ გვინდა სიმართლე გაირკვეს, დანარჩენი, წლები, სასჯელი, სასამართლო – ყველაფერი სხვისი შვილების დასაცავადაა.
“

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე “ალიასთან” ინტერვიუში ამბობდა, რომ ჯანაშიას და კალანდიას გარდა, კიდევ არის პირი, რომელიც მისი შვილის მკვლელობაშია დამნაშავე. იგი ასევე ითხოვს იმ ჩინოვნიკების დასჯასაც, ვინც ხორავას საქმე გააყალბა. თუმცა, “ალიასთან” ინტერვიუში, ისიც ამბობს, რომ მას წლებზე მეტად, სიმართლე აინტერესებს! გაირკვევა თუ არა სიმართლე ბოლომდე, აღიარებს თუ არა ყველა მონაწილე დანაშაულს – ამას დრო გვიჩვენებს.

თეგები: ხორავას საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved