• რეკლამა
  • კონტაქტი
07:23, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინდა, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლემა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:26 10-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

მიხეილ სააკაშვილმა წერილით მიმართა მოშიმშილე სამხედროებს, რომლებიც მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან და სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომელიც დღეს ციხეში სააკაშვილის სანახავად იმყოფებოდა.

„მინდა გაგაცნოთ ერთი წერილი, იცით, რომ ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ ასევე სამხედროები და კრიტიკულად შემაშფოთებელია რომა შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ წერილით მიმართა და ბედნიერი ვარ, რომ ამ წერილს ვკითხულობ,იმიტომ, რომ ეს არის სიამაყით სავსე წერილი, ვაჟკაცობის, თავდადების მაგალითი მთავარსარდლის. მაჩვენებელი იმისა, როგორი უნდა იყოს მთავარსარდალი. წერლში წერია: “გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემი სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე,რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომა შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომა შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლემა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი ნათქვამია წერილში, რომელიც მედიასთან ეკა ხერხეულიძემ წაიკითხა.

სააკაშვილის თხოვნას ხერხეულიძეც უერთდება.

“ჩემს ძვირფას რომას, მართლაც სიამაყით მინდა ვთხოვო, რომ გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის თხოვნა და ყველა ვინც ამ აქტს შეუერთდა მართლაც დიდი ადამიანური სოლიდარობა აჩვენეს, შიმშილობა შეწყვიტონ. პირველ როგში, ეს არის სააკაშვილის კეთილი ნება, ის თვლის, რომ მისი მსხვერპლი ამ ეტაპზე საკმარისია,რასაც თვითონ აკეთებს. პირიქით, უფრო მშვიდად იქნება, როცა ისინი შეწყვეტენ შიმშილობას. მადლობას უხდის მათ თავდადებისთვის”, – განაცხადა ხერხეულიძემ.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved