• რეკლამა
  • კონტაქტი
04:22, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მინდა მივმართო საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლიანი პრეზიდენტის გამზრდელს, თემურ ალასანიას..” – დიმიტრი ხუნდაძე

ალია ავტორი - ალია
13:38 11-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,835

,,ხალხის ძალის” ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე თემურ ალასანიას განცხადებას ეხმაურება:

,,დემოკრატიის ცუდ მხარეს გვთავაზობს მიხეილ სააკაშვილის ბიძა ამერიკიდან.
შეუძლებელია თემურ ალასანიამ არ იცოდეს, რომ რუსეთთან საქართველოს ომი საქართველოს სრული ანექსიაა რუსეთის მხრიდან. და იქნებ სწორედ ეს სურს? ომისკენ მოუწოდებს სააკაშვილის ბიძა ქართველ ემიგრანტებს უკრაინის ფონზე, სადაც მთელი მსოფლიო ხედავს, როგორ მიიტაცა რუსეთმა უკვე სამი ოლქი და როგორ დაყაბულდა ამას ფაქტობრივად დასავლეთი, რადგან არც ამერიკის სენატმა აღარ გამოუყო დახმარება ზელენსკის მთავრობას და ევროკავშირშიც ეს საკითხი უნგრეთმა ჩააგდო. გამოდის, რომ უკრაინა უნდა შეეგუოს ამ ბედს – დაკარგულ ტერიტორიებს და მხოლოდ ასე შეიძლება მიიღონ ევროკავშირშიც და ნატოშიც.

‼️ყველანი ვხვდებით, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ყელში აქვთ გაჩხერილი ჩვენს ზოგიერთ პარტნიორს, ეს მათთვის დიდი თავის ტკივილია. ამიტომ, უმჯობესია უკრაინის მსგავსად, საბოლოოდ აჩუქონ რუსეთს და ეს პრობლემა მარტივად მოაგვარონ. ომი რუსეთთან სწორედ ამისთვის უნდათ. როგორც ჩანს, ეს შედის რუსეთის და ასევე, კიდევ სხვების ინტერესებშიც.

‼️მინდა მივმართო საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლიანი პრეზიდენტის გამზრდელს, თემურ ალასანიას: – საუბედუროდ, თქვენ ქართველი ხალხის მოტყუებით ერთხელ შეძელით ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გაანადგურეთ საქართველო. საბედნიეროდ, ისევ ქართველმა ხალხმა წაგართვათ ეს ძალაუფლება და გადასცა ღირსეულ გუნდს, რომლისთვისაც სამშობლო უპირატესია. სანამ საქართველოს მშვიდობიანი ისტორია წარმატებით იწერება, თქვენ ვეღარასდროს მოახერხებთ ისევ ტყუილებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, თქვენი სისხლიანი რეჟიმი წარსულს ჩაბარდა.

‼️რაც შეეხება აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, აუცილებლად დავიბრუნებთ მშვიდობით და არა ომით, სიყვარულით და არა სიძულვილით. დიახ, ესეც შესაძლებელია გონივრული პოლიტიკით და თუ როგორ, ამას მალე ნახავთ.”

,, ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს და დაგვიბრუნდება. არ მოხდება” – თემურ ალასანია

თეგები: დიმიტრი ხუნდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney
ახალი ამბები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

16:48 02-25-2026
სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია

15:42 02-25-2026
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
ახალი ამბები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

14:53 02-25-2026
ლიბერთის Top|Card 2 წლისაა
ახალი ამბები

ლიბერთის Top|Card 2 წლისაა

14:38 02-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved