შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აშშ-ის მიერ სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს “გმირებს” უწოდებს.
მინდა შსს-ის ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა. დღეს ვართ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების ბაზაზე და მინდა მათ ვუთხრა მადლობა, ზუსტად ბატონ ზვიადს თავის ქვეყნისთვის, რაც გაუკეთებია და ამ ადამიანებს. ეს ადამიანები ყოველთვის თავის სამშობლოს იცავენ. ომი იყო, ომშიც მონაწილეობდნენ, ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის აკეთებენ. მართლა გმირები არიან ბატონი ზვიადიც და ბატონი ლაგაზაურიც“, – განაცხადა გომელაურმა.
სპეცრაზმის შეფს და მის მოადგილეს მადლობას უხდის ირაკლი კობახიძეც. ქვეყნის პრემიერის თქმით, ყველა მიმართულებით გდდ-ის საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მინდა მადლობა გადავუხადო დეპარტამენტს გაწეული სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებით მადლობა ეკუთვნის ხელმძღვანელობას, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს, მადლობას ვუხდი ამ დეპარტამენტის, ამ სამსახურის თითოეული წარმომადგენელს, რა თქმა უნდა მათზე არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა და მინდა ყველა მივულოცო ამ ახალი ბაზის გახსნა“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები