• რეკლამა
  • კონტაქტი
09:17, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მინდა კახა კალაძეს ყველა ის ადამიანი დაესიზმროს, რომელიც ხვალ გამწარებული მიადგება სალარო აპარატს – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
21:12 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ხვალ ჩემს დას, რომელიც კერძო სკოლის მასწავლებელია და როგორც მე ვიცი, მოკრძალებული ხელფასი აქვს, ტრანსპორტში 100%-ით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს.ჩემი მეორე დაც, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაამთავრა აკადემია და ჯერჯერობით უმუშევარია, 100%-ით გაძვირებულ ტარიფს გადაიხდის.მამაჩემსაც იგივე მოუწევს, ჯერ პენსიონერი არ არის, არც მშიერია, არც სოციალურად დაუცველი, არც მანქანა ჰყავს …ექთნები და სანიტრები, რომლებიც მიზერული ანაზღაურების ფასად მუშაობენ და რომელთაც 250 ლარის აბონემენტში გადახდის თავი არ აქვთ, ხვალიდან 50 თეთრის ნაცვლად მეტროში ლარს გადაიხდიან.ძიძაც, რომელიც არც დევნილია, არც შიმშილით კვდება, არც აფხაზეთის ომის ვეტერანია და რამდენიმე ასეულ ლარად არჩენს პენსიონერ დედას, სტუდენტ შვილს, ისიც გაორმაგებულ გადასახადს გადაიხდის.და კიდევ ვინ მოთვლის რამდენ ადამიანს, ჯგუფს გაურთულებს სიცოცხლეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირება! “ვინ მოსთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები”.ვინ თქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები მგზავრობენ? რომელი კვლევით დასტურდება, რომ სოციალური სტატუსის არმქონე პირთათვის სააბონემენტე სისტემა უმძიმეს ტვირთს არ წარმოადგენს? რომელი კვლევით გაწერეს აბონემენტთა ფასები, ახალი სატარიფო გეგმა! მგონი, ვიღაცამ კალკულატორი აიღო და ბიუჯეტის პარამეტრებისთვის რა ტიპის გაძვირებაც სჭირდებოდათ, ის გამოიანგარიშა! სხვა არაფერი გაუკეთებიათ! თან ეს გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ მიიღეს, მანამდე მეორე ტურზე არბენინეს ხალხი სიყვარულითა და სოლიდარობით სავსე ქალაქის დაპირებით…მესმის, რომ ბენზინი გაძვირდა, ავტობუსები გამოიცვალა, მეტრო წაგებაზე მუშაობს, ინფრასტრუქტურის განახლებისათვის ვალები გვაქვს აღებული… მესმის, რომ გაძვირებას ობიექტური საფუძვლები აქვს, მაგრამ გაძვირებასაც ხომ გააჩნია… “მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?”ამასთანევე, მე ისეთი ქალაქის მთავრობა მინდა, რომელიც მდიდრებს გაუზრდის ტვირთს, ვალდებულებებს და სანაცვლოდ ღარიბთა ჯიბეებიდან 250 ლარს არ ამოიღებს, ეკოლოგიური გარემოს დასაცავად უზრუნველყოფს სტაბილურად იაფ და ხარისხიან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ხალხისთვის. მინდა კახი კალაძეს ყველა ის ადამიანი დაესიზმროს, რომელიც ხვალ გამწარებული მიადგება სალარო აპარატს…უგულოებო! უცხოპლანეტელებო! უნიჭოებო!“ – წერს ლორთქიფანიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved