• რეკლამა
  • კონტაქტი
16:12, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მინდა იცოდეთ, რის თქმას ვაპირებ, რადგანაც უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა „რევოლუციონერებმა“, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:22 10-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
419

„ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია.

როგორც მოწმეს, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი – მოწმის ჩვენება ვერ იქნება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული დასკვნები.

სასამართლოში გავცემ კითხვებს პასუხს – დრო და თარიღი ჯერ არ ვიცი.
მინდა იცოდეთ, რის თქმას ვაპირებ, რადგანაც უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა „რევოლუციონერებმა“, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას.
მე ვაპირებ იმის თქმას, რაც არაერთხელ მითქვამს:
დამხობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ არსებობს!

არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანების აფერა!
არანაირი საფუძველი არ გააჩნია სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას – რაც ათობით ადამიანს აქვს წარდგენილი და თავისუფლება აღკვეთილი.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საკითხს, კონკრეტულად ამ აფერაში მის ჩართულობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში – ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი იგივე დასკვნას გამოიტანდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან – უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას განცხადებებიდან და ამ განცხადებების კომენტარებიდან.

როგორც მოწმეს, სათქმელი არაფერი მაქვს.

როგორც პოლიტკოსი, აუცილებლად მივიჩნევ ამ ტოტალური უპასუხისმგებლობის მხილებას, რადგან ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოა, რომ მსგავსი ავანტიურები მომავალში მაინც ავირიდოთ თავიდან, რათა ივანიშვილის რეჟიმი რეალურად (და არა ილუზორულად) მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას”, – წერს ჩეგოლეიშვილი.

გუშინ, ჩერგოლეიშვილმა “ფორმულას” ეთერში 4 ოქტომბერზე საუბრისას განაცხადა – “მე მაქვს ინფორმაცია, რომ ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მხრიდანაც კი. ანუ, „ნაცმოძრაობაში“ პრობლემა, დაპირისპირება იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით”.

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved