• რეკლამა
  • კონტაქტი
05:11, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინდა, გამოვეხმაურო მოსახლეობას” – თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
00:31 12-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

 ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს:

„მინდა, გამოვეხმაურო მოსახლეობის იმ ნაწილის კითხვებს და ხშირად სამართლიან პრეტენზიებს, რომელთაც COVID პანდემიის პირობებში რეალურად შეექმნათ პრობლემები, მათ შორის სერიოზულიც: რატომ ყოველთვის ვერ ხერხდება დროული ტესტირება, რატომ იგვიანებს ტესტების პასუხები, რატომ ჭირს 112-თან და ოჯახის ექიმთან დაკავშირება, რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რატომ არ არის ჰოსპიტლებში თავისუფალი ადგილები და ვერ ხერხდება დროული ჰოსპიტალიზაცია. რატომ არ მოემზადა სახელმწიფო უკეთესად და ა.შ.

სამწუხაროდ, COVID პანდემია ძალიან მძიმე გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მით უმეტეს საქართველოს მსგავსი შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებისთვის და ობიექტურად ქმნის უამრავ სერიოზულ პრობლემას, კერძოდ ერთდროულად 27 ათასზე მეტი აქტიური COVID პაციენტის შეფერხებების გარეშე მართვა ძალიან ძნელია. მერწმუნეთ, ანალოგიური და ხშირად უფრო მეტი პრობლემებია ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერ და მეტი რესურსების მქონე ქვეყნებშიც. თუმცა, ეს ნაკლები ნუგეშია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კონკრეტული სამედიცინო დახმარების მიღება უგვიანდებათ.

საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ყველა ეს პრობლემა, ისევე როგორც თავიანთი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. ძალიან ვწუხვართ იმ უხერხულობისთვის, რაც მოსახლეობის ნაწილს ექმნება. ყველა სტრუქტურა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ადამიანებს ნაკლები პრობლემები შეექმნათ. სისტემატურად იზრდება ე.წ. COVID კლინიკების რაოდენობა (ა.წ. მარტში იყო 15 კლინიკა, ახლა – 82 კლინიკა). ფართოვდება საწოლფონდი  – ზაფხულში მობილიზებული იყო 1620 საწოლი, ახლა 7 000-ზე მეტი. ქვეყანას საკმარისზე მეტი აქვს (2 000-ზე მეტი) ხელოვნური სუნთქვის აპარატები, მათ შორის 700-ზე მეტი აპარატი უშუალოდ COVIDკლინიკებში. ქვეყნის პრაქტიკულად ყველა COVID კლინიკაში უკვე დაინერგა ან ახლო მომავალში დაინერგება ე.წ. high flow (ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდების) მეთოდიკა, რაც შეამცირებს ინტუბაციების რაოდენობას და შეამცირებს სიკვდილობას.

ფართოვდება ე.წ. COVID სასტუმროების ქსელი, მობილიზებულია 76 ასეთი სასტუმრო – 5 378 ადგილით. ამ სასტუმროებში მუშაობს 272 ექიმი, 319 ექთანი და 51 სტუდენტი ექთნის პოზიციაზე. ამ სასტუმროებში სხვა სიკეთეებზე (სამედიცინო მეთვალყურეობა და სხვ.) რომ არაფერი ვთქვათ, ხდება COVID პაციენტების გაცილებით უფრო ეფექტიანი იზოლაცია, ვიდრე ეს შესაძლებელია ბინის პირობებში. საგულისხმოა, რომ COVID სასტუმროები საქართველოს „ნოუ ჰაუ“ და ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. რაღაც მსგავსი აქვთ მხოლოდ სამხრეთ კორეაში, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში კი – არა.

ფართოვდება (ორმაგდება) PCR და სწრაფი/მარტივი ტესტირება და დღე-ღამეში გაკეთებული ტესტების რაოდენობით საქართველო უკვე გაუთანაბრდა ევროპის წამყვან ქვეყნებს. მანამდე ვიყავით საშუალო ევროპულ დონეზე. ძლიერდება და ფართოვდება სასწრაფო დახმარების სამსახური, იზრდება COVID პაციენტებთან მუშაობაში ჩართული ოჯახის ექიმების, მათ შორის კერძო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების, რაოდენობა (2 000-ზე მეტი ოჯახის ექიმი). შექმნილია 61 ე.წ. „ონლაინ კლინიკა“ (ა.წ. მარტში იყო 25), რომლებიც მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში. ამ კლინიკებში არის 125 ბრიგადა, რომელშიც ჩართულია 756 ოჯახის ექიმი. სახელმწიფოში და სამინისტროში იქმნება ან მოდერნიზდება კრიზისული სიტუაციების უკეთესად მართვისთვის აუცილებელი სტრუქტურები.

ყოველდღიურად იხვეწება COVID პაციენტების ტრიაჟის პრინციპები და ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, მაგრამ ეს ადვილი არ არის, რადგან COVID-19 იმდენად არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომ ოპტიმალური ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებიც კი ვერ იძლევა გარანტიას ზუსტად განისაზღვროს, რომელი პაციენტი შეიძლება დამძიმდეს და რომელი – არა.

პაციენტების კლინიკური მართვა ხდება ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით და ინოვაციური მიდგომებით, რაც COVID შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, განაპირობებს ევროპის ქვეყნებს შორის COVID-19-ით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს (0,93%) და ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი პაციენტების ძალიან დაბალ რიცხვს (სულ ერთეული პაციენტი), მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ასეთები ასეული და ათასებია. საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ასევე გაცილებით ნაკლებია ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევები. ამის მიუხედავად პაციენტის გარდაცვალების თითოეული შემთხვევა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, უდიდესი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისათვის და გვერწმუნეთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს (სამწუხაროდ, ამის მთლიანად თავიდან აცილება შეუძლებელია).

სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას, რისი მიღწევაც ჩვენი რესურსების მქონე ქვეყნისთვის ადვილი არ იყო.

ყველაფერი ის, რაც უკვე გაკეთდა, ან კეთდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო შესაძლოდ მოკლე დროში და მინიმალური ადამიანური დანაკარგებით გაუმკლავდება საუკუნის უდიდეს გამოწვევას – COVID-19-ის პანდემიას“

თეგები: თენგიზ ცერცვაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved