• რეკლამა
  • კონტაქტი
21:18, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინდა, დაველაპარაკო “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც, მათთან არაფერი სამტრო არ მაქვს” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
12:41 02-12-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,054

მინ­და, და­ვე­ლა­პა­რა­კო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რებ­საც, მე მათ­თან არა­ფე­რი სამ­ტრო არ მაქვს. მინ­და, რომ ერ­თად ავა­შე­ნოთ ეს ქვე­ყა­ნა,- ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას ცი­ხი­დან გა­მოს­ვლამ­დე, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლას მი­ზა­ნი უნდა იყოს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს ერ­თი­ა­ნი, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი და ნორ­მა­ლუ­რი გა­რე­მო გვქონ­დეს.

„ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დღეს ნიკა [გვა­რა­მია] სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვებს, ეს ძა­ლი­ან კარ­გია. მოდი, ყვე­ლა შევ­თან­ხმდეთ, არ არის ნორ­მა­ლუ­რი ის, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. ამ­დე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, სტუ­დენ­ტი, ჟურ­ნა­ლის­ტი ცი­ხე­შია. სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს ასე ვი­თა­რე­ბა? ვფიქ­რობ, ჩვენ გვჭირ­დე­ბა გავ­ხსნათ დი­ა­ლო­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, ღიად ვამ­ბობ, მინ­და, და­ვე­ლა­პა­რა­კო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რებ­საც, მე მათ­თან არა­ფე­რი სამ­ტრო არ მაქვს. მინ­და, რომ ერ­თად ავა­შე­ნოთ ეს ქვე­ყა­ნა. წამ­ქე­ზებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს გვა­პი­რის­პი­რე­ბენ, პა­სუ­ხი გავ­ცეთ, რომ გა­სა­ყო­ფი არა­ფე­რი გვაქვს. გვინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს ერ­თი­ა­ნი, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, ნორ­მა­ლუ­რი გა­რე­მო გვქონ­დეს და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ. აქ რა არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი? თუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რობ და მე შენ ცი­ხე­ში ჩაგ­სვამ, ეს ხომ ნორ­მა­ლუ­რი არ არის?!“,-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მისი თქმით, ე.წ. სა­ბო­ტა­ჟის საქ­მე­ზე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლიც არის აბ­სურ­დუ­ლი.

„თუნ­დაც ის ახა­ლი ბრა­ლი, ლი­დე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი საქ­მე, მეტი ხომ არა­ფე­რი არ არის. 15-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბით მე­მუქ­რე­ბი­ან და საქ­მე­ში ცა­რი­ე­ლი ფურ­ცლის მეტი არა­ფე­რი დევს. პრო­ცე­სი იყო და საქ­მი­დან 15 სი­ყალ­ბე ჩა­მო­ვუთ­ვა­ლე პრო­კუ­რა­ტუ­რას. სულ ტყუ­ი­ლე­ბია საქ­მე­ში და არა­ფე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved