• რეკლამა
  • კონტაქტი
03:30, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიმდინარე წელს, 5 თვეში გვაქვს 12.2% ეკონომიკური ზრდა – ფინანსთა მინისტრი

ალია ავტორი - ალია
14:07 07-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

მიმდინარე წელს, 5 თვეში გვაქვს 12.2% ეკონომიკური ზრდა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდაზე რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა, მათ შორის ტურიზმმა და ექსპორტმა.

„ეკონომიკური აქტივობა გასული წლიდან მოყოლებული საქართველოში საკმაოდ მაღალია, ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. გასულ წელს გვქონდა 10.4% ეკონომიკური ზრდა, ხოლო მიმდინარე წელს, 5 თვეში გვაქვს 12.2 % ეკონომიკური ზრდა. გასულ წელს ძირითადი ნაწილი მაინც გამოწვეული იყო იმ აღდგენითი პროცესით, რაც 2020 წელს ეკონომიკური ვარდნის მიმართულებით გვქონდა, შესაბამისად, ამ ნაწილში საბაზისო ეფექტი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა, თუ 2019 წელს შევადარებთ, დაახლოებით 3%-ზე ოდნავ მეტით არის გაზრდილი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო. შესაბამისად, ეს ზრდა არ არის მხოლოდ საბაზისო ეფექტით გამოწვეული, რომელიც 2021 წელს დაფიქსირდა.

რაც შეეხება 2022 წელს, ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 5 თვის განმავლობაში, ამას თავისი მიზეზი აქვს და რამდენიმე ფაქტორი, პირველ რიგში, ეს არის გაზრდილი მოთხოვნა, რომელიც ეკონომიკურ ზრდაში აისახება, თუმცა, ასევე, ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი, რომელიც 35%-ზე მაღალია. ასევე, ტურიზმის მაჩვენებელი, რომელიც დაგეგმილზე მეტად არის აღდგენილი”,-განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved