• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მილიონებს წვეულებებზე ხარჯავთ და 100 ბავშვის სიცოცხლის გახანგრძლივება რომ ნომერ პირველი საზრუნავია, თქვენს მაძღარ გონებაში ეს აზრი ნუთუ ასე უიმედოდაა ჩამქრალი?!” – ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:41 05-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
647

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:

მილიონერები თქვენ ხართ, ძალაუფლება თქვენ გაქვთ, ბიუჯეტი საკუთარ მუთაქად თქვენ გაქვთ გადაქცეული, ქვეყანაში მოსახლეობის 0,7%-ზე ანუ თქვენზე, თქვენს ახლობლებზე მოდის ყველანაირი სიმდიდრე, შემოსავალი- თვეში 100 000 ლარიდან 3 მილიონ ლარამდე! ანუ დაახლოებით 24 000 კაცი კისერზე აზის ქვეყანას და დანარჩენი 99%-ზე მეტი ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის. ამ ფონზე, ამ ტრაგიკულ და ფეოდალურ ფონზე 100 ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა ლამის გადაუჭრელ პრობლემად აქციეთ. გრცხვენოდეთ! ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, თურმე, არ უფრთხილდებიან ბავშვების სიცოცხლეს და რიგ წამლებს, თქვენი მრუდე ლოგიკით, უდიერად გამოიყენებენ. ამას გვეუბნებით?! გგონიათ, ისე დააბნელეთ ქვეყანა, რომ ანალიზის უნარი აღარავის შერჩა?! ცდებით! სწორედ ამერიკასა და ევროპაში დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მკურნალობის შედეგები პოზიტიური და დადებითია! და აი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გვიმტკიცებს, რომ სახიფათოა მედიკამენტები ბავშვებისთვის და არ შეიძენენ. სახიფათო კი არაა, ამ 100 ბავშვისთვის რამდენიმე მილიონი ლარის გამოყოფაზე ვერ ჩამოყალიბდით.

გამოსავალი რაშია? ისევ ვამბობ: უსაფრთხო, ეფექტური მედიკამენტები შეარჩიეთ, რეაბილიტაციის სრულფასოვანი კურსი შეუდგინეთ ბავშვებს, შექმენით მედიკოსთა მულტიდისციპლინური ჯგუფი, ამუშავდით, მუქარის და შეუვალობის რეჟიმიდან გამოდით და სრულიად ახალი მიდგომები გაგვიზიარეთ… ბიუჯეტიდან მილიონებს წვეულებებზე ხარჯავთ და 100 ბავშვის სიცოცხლის გახანგრძლივება რომ ნომერ პირველი საზრუნავია, თქვენს მაძღარ გონებაში ეს აზრი ნუთუ ასე უიმედოდაა ჩამქრალი?!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved