• რეკლამა
  • კონტაქტი
15:08, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მილიარდნახევარი მოხმარდება ქველმოქმედებას, მე და ჩემი მეუღლე 200 მილიონ დოლარს ვიტოვებთ – ივანიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:04 01-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა“ – ასე პასუხობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვას – რა ფინანსურ რესურს იტოვებს ის და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის. როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, შვილებს უტოვებს იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო.

„ეს მილიარდნახევარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა.

შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეხვდნენ შვილები ამ გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ისინი სრულიად იზიარებენ მის მიდგომას და გადაწყვეტილებაც მათთან შეთანხმებით მიიღო. „მიხარია, რომ ჩემი შვილები ამბიციური, შემოქმედებითი ადამიანები არიან და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემგან დამოუკიდებლადაც დიდ წარმატებას მიაღწევენ. მთავარი, რაც მათ მივეცი, კარგი განათლებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის სრული თავისუფლება. გვსურდა, თავად შეერჩიათ მომავალი საქმიანობის სფერო, რადგან წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები. ჭარბ ფულზე კი, ჩემს დამოკიდებულებას, ისინიც იზიარებენ და ანალოგიურად ფიქრობენ.

სხვათა შორის, ჭარბი ფულის ჭარბ წონასთან შედარების პასაჟიც ამოიღო თქვენს მიერ ნახსენები ინტერვიუდან „ვედომოსტმა“ და არც „ფორბსმა“ დაბეჭდა ეს აქცენტი, რომელსაც იმავე 2005 წელს მივეცი მოკლე ინტერვიუ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved