• რეკლამა
  • კონტაქტი
22:44, შაბათი, 25 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

ალია ავტორი - ალია
16:27 05-13-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

მიკრობანკმა “ემბისიმ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 21.3 მილიონი ლარის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა. აღნიშნული ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშია. მოზიდულ სახსრებს კომპანია არსებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისთვისა და სასესხო პორტფელის ზრდისთვის გამოიყენებს.

ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4.0%-ით განისაზღვრა, რაც წინა ემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული. ხაზგასასმელია, რომ ობლიგაციების ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია – ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საპენსიო ფონდი მიკრობანკის ფასიან ქაღალდებს ყიდულობს.

„ემბისიმ“ წარმატებით განახორციელა 21.3 მილიონი ლარის ობლიგაციების პირველი ტრანში თიბისი კაპიტალის ხელშეწყობითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ ობლიგაციების ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდი გახდა. აღსანიშნავია, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია ქართულ ბაზარზე, რომელმაც საქართველოს საპენსიო ფონდის მსგავსი მხარდაჭერა მიიღო, რაც კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო პოტენციალზე მიუთითებს და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.“ – გია პეტრიაშვილი, „ემბისის“ გენერალური დირექტორი

“მოხარულები ვართ, რომ თიბისი კაპიტალსა და მიკრობანკ „ემბისის“ შორის პირველი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. ემიტენტთან წარმატებული კოლაბორაციის შედეგად, კომპანიამ წინა ემისიასთან შედარებით 0.25 საპროცენტო პუნქტით გაუმჯობესებული პირობებით გამოუშვა ბონდები. ასევე, წარმატებით მოხერხდა ინვესტორთა ბაზის გაფართოება. თიბისი კაპიტალი აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში, წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში მივიღეთ მონაწილეობა, რითიც ხელს ვუწყობთ დაინტერესებულ მხარეებს, ახალი საინვესტიციო და დაფინანსების მექანიზმების მოძიებაში”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმის პროცესში, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდების სახეობებისა და რაოდენობის გაზრდა და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. რეფორმა ასევე ხელს უწყობს ადგილობრივ ინვესტორთა ბაზის გაძლიერებას. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიებში. ამ მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში შემოსულია 16 კომპანიის 20 განაცხადი და მხარდაჭერილია 6 კომპანიის მიერ განთავსებული 8 ემისია. აღნიშნული ემისიების შედეგად, საფონდო ბაზარზე მოზიდულია დაახლოებით 241 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი საინვესტიციო კაპიტალი. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ემბისი“ პირველი მიკრობანკია საქართველოში, რომელმაც აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა.“ – მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს საპენსიო ფონდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ადგილობრივი კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის გაღრმავებისკენ და მონაწილეობა მიიღო მიკრობანკ „ემბისის“ ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაში. ეს ჩვენი მეცხრე ინვესტიციაა ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში დავაგრძელებთ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას ადგილობრივ ფინანსურ ინსტრუმენტებში. მივესალმებით, რომ ტრანზაქცია განხორციელდა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მიგვაჩნია,რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლსასრულებს ბაზრის სტიმულირებასა და ქართული კომპანიებისთვის დაფინანსების ახალი წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული წარმატებული განთავსება და მასში ჩვენი მონაწილეობა გახდება დამატებითი სტიმული ახალი ადგილობრივი ემისიებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, საპენსიო დანაზოგები დავაბანდოთ ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში და ხელი შევუწყოთ ქვეყნის კაპიტალის ბაზრის გრძელვადიან განვითარებას ჩვენი მონაწილეების საუკეთესო ინტერესების დაცვით.” – ანა ნაჭყებია, საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი..

“ემბისი” პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. „ემბისი“ 8 რეგიონში, 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. წამყვანი ევროპული სარეიტინგო სააგენტო Scope Rating-საგან ემბისის მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით (B+ Stable).

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved