• რეკლამა
  • კონტაქტი
16:25, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხელ სააკაშვილი – ხელები შორს ქართული ბუნებისაგან!

ალია ავტორი - ალია
15:58 02-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ჩემი სრული სოლიდარობა “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ აქციის ყველა მონაწილეს და ყველა ორგანიზატორს – ხელები შორს ქართული ბუნებისაგან, – ასე მიმართა “ფეისბუქით“ აქციის მონაწილეებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება და ტურიზმის განვითარება ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთისათვის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა.

“რატომ? – ძალიან მარტივია! კონკრეტული მაგალითია მარტვილის კანიონი. თავის დროზე, იქ ჰიდროელექტრო სადგური იყო. როდესაც მე ჩავედი და ვნახე, რომ იქ ამხელა ტურისტული პოტენციალი იყო, ჰიდროელექტრო სადგური გავაუქმებინე, იქედან მოვაშორებინე. იქ კოვიდამდე, წელიწადში 350 ათასი ტურისტი ჩადიოდა. ხალხს ბევრად მეტი შემოსავალი აქვს და ბევრად მეტია ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ჰესი დაასაქმებდა. უკრაინაში, დნესტრის ხეობაში, ზუსტად ნამახვანის ხელა ჰესს აშენებდნენ, სადაც არის ძალიან ლამაზი კანიონი, უზარმაზარი ტურისტული პოტენციალით. როცა ოდესის გუბერნატორი ვიყავი, ჩემი პარტიიდან ადგილობრივი აქტივისტების ორგანიზება გავაკეთე, ჩავედით და ამ უზარმაზარი ჰესის მშენებლობა გავაჩერებინეთ. დღეს ყველა მაცხოვრებელი მადლობელია, რადგან ვითარდება ტურიზმი, აშენდა სასტუმროები, ხალხს შემოსავლი გაუჩნდა და აღარ არიან წასასვლელი სამუშაოდ მეზობელ ქვეყნებში. ზუსტად ასეთივე ულამაზესია ჩვენი ბუნება. არ შეიძლება მისთვის ხელის ხლება, ეს იმხელა საგანძურია! ენერგიის წარმოების ბევრი სხვა საშუალება არსებობს: ქარის ტურბინები, მზის ენერგია და უამრავი სხვა რაღაც. საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება იმისთვის, რომ ხალხისგან არ დაიცალოს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, ცნობილია, რომელი კაცის ინტერესია ჩადებული ნამახვან ჰესის მშენებლობაში.

“არც ერთი ჰესი საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არ შენდება. ამიტომ არის რომ ამდენი ხანი ხალხის მოთხოვნას წაუყრუეს. ახლა მოუხდებათ დაკმაყოფილება. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ხალხი გაიმარჯვებს ამ და ყველა სხვა საკითხში. ხალხის ენერგიას ვერაფერი აღუდგება წინ!“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved